გადასცემს თუ არა პოლონეთი უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს

გადასცემს თუ არა პოლონეთი უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებსაშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი CBS-თან აცხადებს:

,,ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან იმის თაობაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები გადასცენ”.

ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთი არ გააგზავნის მოიერიშე თვითმფრინავებს უკრაინაში და ვერც მისი აეროდრომებით ისარგებლებენ სხვები.