დღეს სუმში რუსულ ჭურვებს ბავშვები შეეწირნენ

დღეს სუმში რუსულ ჭურვებს ბავშვები შეეწირნენ,,რადიო თავისუფლება” გამოცემების „უკრაინსკა პრავდასა“ და „უნიანისზე“ დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა ავიაციამ დაბომბა უკრაინის ქალაქი სუმი და მისი შემოგარენი.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ჟივიცკის ინფორმაციით, 7 მარტს, 23:00 საათიდან დაიბომბა სუმის და ახტირკის საცხოვრებელი უბნები და სოფელი ბიტიცა. ჟივიცკის თანახმად, დაღუპულია 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს დაბომბვის ადგილებიდან გააქვთ სახლების ნანგრევები. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. დმიტრო ჟივიცკის ცნობითვე, 7 მარტს დღისით, რუს სამხედროებთან ბრძოლაში დაიღუპა ტერიტორიული თავდაცვის 4 მებრძოლიც.

რადიო თავისუფლება