დაზვერვა: ,,უკრაინის საზღვრებთან რჩება 86 ათასი რუსი სამხედრო”

დაზვერვა: ,,უკრაინის საზღვრებთან რჩება 86 ათასი რუსი სამხედრო"უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ დროისათვის, უკრაინის საზღვრებთან რჩება 86 ათასი რუსი სამხედრო.

მისივე თქმით, რუსული შეიარაღებული ძალების 31-მა ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა„ფაქტობრივად სრულად დაკარგა საბრძოლო მზადყოფნა“.

ამერიკული სპეცსამსახურების ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დაღუპულია 2-დან 4 ათასამდე რუსი სამხედრო. უკრაინის გენერალური შტაბი გაცილებით მაღალ რიცხვზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ დაღუპულია 12 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დასახელებული მონაცემი მინიმალურია.

რადიო თავისუფლება