BBC-ის ინფორმაციით, რუს ჯარისკაცებს საწვავი და საკვები ეწურებათ, რუსი ჯარისკაცები კი სუპერმარკეტებს არიან შესეულები, რომ საჭმელი ჭამონ. როგორც ცნობილია, პუტინმა თავის ჯარისკაცებს გამოატანა საკვები, რომელსაც 2015 წელს აქვს ვადა გასული.
პენტაგონის პრესსპიკერის ინფორმაციით, ასობით რუსული ჯავშანმანქანა, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა, გაჩერებულია. უკრაინელებმა გუშინ რუსეთის ფედერაციის სამი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
,,2 მარტს უკრაინული ავიამოიერიშეები სუ-24მ და სუ-25 უკრაინის სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებს კიევის, სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებში მტრის სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის განადგურებაში ეხმარებოდა. უფრო კონკრეტულად, დღე-ღამის განმავლობაში საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფების მიერ განადგურებულია მტრის 3 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი,“- ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალები მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხარკოვთან უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის პირველი სატანკო არმია, რომელიც რუსეთის ელიტურ სამხედრო ჯგუფად ითვლება. ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში 9 ათასი რუსი სამხედროა დაღუპული.
