ნეტგაზეთი წერს, რომ ბიჭმა, რომელიც ილონ მასკის პირად თვითმფრინავს უთვალთვალებდა, სამიზნეში რუსი ოლიგაქები ამოიღო (წყარო Bussiness Insider).
ტვიტერზე უკვე შეიქმნა ანგარიში, სახელწოდებით ,,რუსი ოლიგაქრების ხომალდები”, რომელიც თვალს ადევნებს ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენების ხომალდების მარშრუტს და აქვეყნებს ინფორმაციას, სად დაფრინავენ ისინი. ანგარიშზე პირველი პოსტი კვირას გამოქვეყნდა. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ პუტინისა და მისი უახლოესი გარემოცვის აქტივები გაყინა.
გამოცემა წერს, რომ მიუხედავად სანქციებისა, რუსი მილიარდერები პირად იახტებსა და ხომალდებს მაინც იყენებენ. CNBC-ის ინფორმაციით, ბევრმა მათგანმა საკუთარი მეგაიახტები მონტენეგროსა და მალდივებზე გადაიტანა, სავარაუდოდ, სანქციების თავიდან ასაცილებლად.
ბიჭი, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას, ცნობილი გახდა ილონ მასკის პირადი თვითმფრინავის თვალთვალით. მასკმა 19 წლის ბიჭს მისი ხომალდის გადაადგილების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანის შეწყვეტის სანაცვლოდ თავდაპირველად შესთავაზა 5 000 აშშ დოლარი, უარის შემდეგ კი შეთავაზება 50 000-მდე გაზარდა.
ნეტგაზეთი
