ტელეკომპანია ,,მთავარი” სხვადასხვა მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ატომური ავიამზიდი არის ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვაში, რომ ,,უზრუნველყოს საფრენი ოპერაციები, თუ რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია მოხდება”. ეს არის მცურავი აეროდრომი, რომლითაც შესაძლებელია მთელი შავი ზღვის პატრულირება უწყვეტ 24-საათიან რეჟიმში. მსგავსი ხომალდი ამერიკის შეირაღებულ ძალებში სულ არის ექვსი.
,,მთავარი” უცხოურ მედიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რამდენიმე საათის წინ, 6 მარტს ატომური ავიამზიდი შემოვიდა ეგეოსის ზღვაში. მანამდე კი ამერიკული მხარე არაერთხელ ამბობდა, რომ ხმელთაშუაზღვის აკვატორიაში შემოიყვანდნენ ავიამზიდს ,,თურქეთის დასახმარებლად რუსეთიდან გართულებების საფრთხის შემთხვევაში”.
-ამით ამერიკა, ნატო უკვე ელაპარაკება რუსეთს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არიან, თვითონაც ჩაერთონ. რუსეთს ეუბნებიან, რომ ანგარიშგასაწევ ძალას აღარ წარმოადგენს. ეს ავიამზიდები მორიგეობით იცვლებიან. მეექვსე ფლოტს დაახლოებით გამოჰყვება 200 გემი – წყალქვეშა გემები, სარაკეტო გემები… მარტო არ დაცურავს ავიამზიდი, უშველებელი, დიდი მასშტაბის ამოცანის შესრულებას უზრუნველყოფს. ამით ფაქტობრივად რუსეთს ეუბნებიან, რომ შეწყვიტოს ხოცვა-ჟლეტა. რუსეთის სამხედრო ძალები მესამე ატომური სადგურისკენ მიდიან, მცდელობა ჰქონდათ აღების და დაინახეს, რომ ეს არ არის შემთხვევითი და ატომური სადგურების დაზიანებას გლობალური კატარსტროფა მოჰყვება.
ეს არის შესაძლებლობა, მთლიანად გადაიკეტოს უკრაინის ცა და არა მარტო. ყველანაირი სურათი შეიცვლება, – განაცხადა ,,მთავარის” ეთერში ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ.
რამდენიმე საათში ამის შესახებ კონკრეტული განცხადებები გაკეთდება. ამ დროისთვის კი რაიმე პროგნოზზე საუბარი შეუძლებელია.
