„რუსებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს, დაიღუპა 5 თანამშრომელი“ – წერს სუმის ადმინისტრაციის თავმჯდომარე დმიტრი ჟივიცკი ტელეგრამში:
,,რუსული ავიაცია აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონის კრიტიკული ობიექტების დაბომბვას“, – აცხადებს ის.
ჟივიცკის თქმით, ახტირკაში სახლების ნაწილს დენი და წყალი არ მიეწოდება.
„თავად ახტირკა ნაწილობრივ გაქრა! რუსულმა ავიაციამ დღეს გაანადგურა ქალაქის კვების ბაზა, სამშენებლო მასალების საწყობი და ავტოსადგომი. დაიბომბა საცხოვრებელი სექტორი. დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება”- ამბობს ჟივიცკი.
მისი თქმით, მტრის არტილერია მთელი დღის განმავლობაში ბომბავდა სოფელ ველიკა-პისარივკას, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა. დაზიანებულია სახლები და ელექტრო ქსელები.
რადიო თავისუფლება
