38 გარდაცვლილი ბავშვი და 71 დაშავებული – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა იტყობინება.
-ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან ზუსტი ინფორმაციის მოპოვება გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობის შესახებ ქალაქ მარიუპოლში და ირპენში ჯერჯერობით შეუძლებელია. ქალაქ ირპენის გასასვლელში რუსეთის ჯარმა ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო პირებს, როდესაც ისინი ქალაქიდან ევაკუაციას აპირებდნენ. სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი ბავშვი. ერთი ადამიანი კი მძიმე მდგომარეობაშია, – განაცხადა ომბუდსმენმა.
მისივე მონაცემებით, ხარკოვში 40 დღის ბავშვი, რომელსაც პნევმონია ჰქონდა, ხარკოვის ბომბსაფარში ყოფნისას გარდაიცვალა.
დენისოვას ინფორმაციით, გოსტომელი-ბუჩა-ირპენის მიმართულებაზე, საფარში ამ დროისთვის, 70 დაჭრილი ბავშვი იმყოფება, მაგრამ აგრესორის ჯარი მათთან ექიმებს არ უშვებს.
-მოვუწოდებ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მიიღონ ყველა ზომა რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, რათა შეაჩეროს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, – განაცხადა დენისოვამ.
ამბები.ჯი
