,,შესაძლოა ეს იყოს უკანასკნელი ღამე, როდესაც მე ცოცხალს მხედავთ!” – ამ სიტყვებით მიმართა ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმიერ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს ვიდეოკონფერენციისას.
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის გამო ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობა შეჩერებულია. უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივას ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნიდან 42-მა დაუჭირა მხარი.
ამ წუთებში კიევში განგაშის სირენები ჩაირთო, მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავშესაფრებში ჩავიდნენ.
