ზელენსკი: ,,ჩვენ არაფრის გვეშინია და არავისი არაფერი გვმართებს”

ზელენსკი: ,,ჩვენ არაფრის გვეშინია და არავისი არაფერი გვმართებს"უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის აგრესიულ გამოსვლას ძალიან მშვიდად და პრინციპულად უპასუხა, რომ ახლა არ არის 2014 წელი, ახლა არის 2022 წელი და მისი ქვეყანა ყველაფრისთვის მზად არის.

-სი­მარ­თლე ჩვენს მხა­რე­საა და სი­მარ­თლეს ჩვენ არ და­გი­მა­ლავთ თქვენ. რო­გორც კი და­ვი­ნა­ხავთ სი­ტუ­ა­ცი­ის ცვლი­ლე­ბას, რო­გორც კი და­ვი­ნა­ხავთ რის­კე­ბის ზრდას, თქვენ ამის შე­სა­ხებ გა­ი­გებთ. ქა­ო­სური ქმე­დე­ბის მი­ზე­ზი ამ­ჟა­მად არ არ­სე­ბობს.

ჩვენ სა­კუ­თარ მი­წა­ზე ვართ, არაფ­რის და არა­ვის არ გვე­ში­ნია. უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ქმე­დე­ბებს ცალ­სა­ხად აფა­სებს რო­გორც ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვას­. ჩვენ სა­კუ­თარ მი­წა­ზე ვართ, არაფ­რის და არა­ვის გვე­ში­ნია, არა­ვი­სი არა­ფე­რი გვმარ­თებს, არა­ვის არა­ფერს მივ­ცემთ და ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რად­გან ახლა 2014 წლის თე­ბერ­ვა­ლი კი არა, 2022 წლის თე­ბერ­ვა­ლია. სხვა ქვე­ყა­ნა, სხვა არ­მია, ერთი მი­ზა­ნი. ეს არის მშვი­დო­ბა, მშვი­დო­ბა უკ­რა­ი­ნა­ში! დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას! – მიმართა თავის მოსახლეობას ზელენსკიმ.