ვალერი მელაძე: ,,გთხოვთ, შეწყვიტეთ ომი, გეხვეწებით”

ვალერი მელაძე: ,,გთხოვთ, შეწყვიტეთ ომი, გეხვეწებით"რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა, ვალერი მელაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს:

-დღეს მოხდა ის, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო. ისტორია როდესმე განსჯის და ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს, მაგრამ დღეს მე გთხოვთ, გეხვეწებით, შეწყვიტეთ ომი და დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან. ადამიანებს უნდა შეეძლოთ მორიგება. ამისთვის გვაქვს ენა და ყველა შესაძლებლობა. ხალხი არ უნდა იღუპებოდეს.