ჰოლივუდის ვარსკვლავი, შონ პენი კიევში იმყოფება. ის აპირებს, რომ დოკუმენტური ფილმისთვის უკრაინაში განვითარებული მოვლენები პირადად გადაიღოს და არ აპირებს ქვეყნის დატოვებას.
,,ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი შონ პენი უკრაინაში სპეციალურად იმისთვის ჩამოვიდა, რათა გადაეღო ყველა ის მოვლენა, რაც ამჟამად ხდება ქვეყანაში და მსოფლიოსთვის ეთქვა სიმართლე ჩვენს ქვეყანაში რუსეთის შემოჭრის შესახებ. შონ პენი არის მათ შორის, ვინ უკრაინას უჭერს მხარს. ჩვენი ქვეყანა მადლიერია მისი ასეთი სიმამაცისა და პატიოსნების გამოვლენისთვის”, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ამბები.ჯი

