ქართველი ჯარისკაცი უკრაინიდან ამბობს, რომ იქ მებრძოლი ქართველები კარგად არიან და რუსულ სამხედრო ძალას იგერიებენ.
-კიევთან დესანტის ჩამოსმა სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ და უკან გაბრუნდნენ. 50 წუთი ვიგერიებდით და არ გამოუვიდათ. რუსეთის მხარეს არანაირი უპირატესობა არ გააჩნია ამჟამად. თვითმფრინავების და ტექნიკის დანაკარგი აქვთ სხვადასხვა ადგილებში.
მინდა, მივმართო ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს, რომ ყველანი კარგად ვართ, არ ინერვიულონ. კავშირი წყდება ხოლმე და ამიტომ ვერ უკავშირდებით. ბიჭები ვერ სცემენ პასუხს, ყველანი კარგად არიან და როგორც კი შეძლებენ დაკავშირებას, შეეხმიანებიან, – ამბობს ქართველი ჯარისკაცი ,,პირველთან”.

