პუტინის ჯარმა ჩერნობილი დაიკავა – ,,ევროპისთვის ეს ყველაზე დიდი საფრთხეა”

პუტინის ჯარმა ჩერნობილი დაიკავა - ,,ევროპისთვის ეს ყველაზე დიდი საფრთხეა"პუტინის ჯარმა ჩერნობილის სადგური დაიკავა და მომსახურე პერსონალი მძევლად აიყვანა.

-სასტიკი ბრძოლის შემდეგ ჩერნობილის სადგურზე კონტროლი დავკარგეთ. უცნობია ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ობიექტების, ბირთვული ნარჩენების საწყობის მდგომარეობა. ამ მიმართულებით რუსეთის სრულიად უაზრო თავდასხმის შემდეგ შეუძლებელია იმის თქმა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე არ ემუქრება. ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა ევროპისთვის, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლი, მიხაილ პოდოლიაკი.