პუტინი: ,,არ უნდა გაგვაგდონ ფინანსური სისტემიდან, SWIFT-დან”

პუტინი: ,,არ უნდა გაგვაგდონ ფინანსური სისტემიდან, SWIFT-დან''რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მსხვილ ბიზნესწარმომადგენლებთან შეხვედრაზე ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკურმა პარტნიორებმა რუსეთი საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, SWIFT-დან არ უნდა გააგდონ.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი მსოფლიო ეკონომიკის ნაწილად რჩება და იმდენად, რამდენადაც ის ამ სისტემის ნაწილია, არ აპირებს, მიაყენოს ზიანი იმას, რისი ნაწილიც თავადაც არის.

,,მე მგონია, რომ ეს ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა გაიგონ და საკუთარი თავის წინაშე არ უნდა დააყენონ ამოცანა, რომ გაგავაგდონ ამ სისტემიდან. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური მიზეზების გამოც შეზღუდვები იქნება”, – ამბობს პუტინი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლელ პარტნიორებს მიმართავს, გააგდონ რუსეთი SWIFT-დან.

ტაბულა