ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ,,ნოვაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი, დიმიტრი მურატოვი:„დღეს ყველანი დილით ადრე შევიკრიბეთ რედაქციაში. უბედურება გვჭირს. ჩვენმა ქვეყანამ, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, დაიწყო ომი უკრაინასთან და არავინ არის, ვინც ამ ომს შეაჩერებს. ამიტომ მწუხარებასთან ერთად ჩვენ გვრცხვენია.
მთავარსარდალი ხელში ისე ატრიალებს ,,ბირთვულ ღილაკს”, როგორც ძვირადღირებული მანქანის ,,ბრელოკს”. შემდეგი ნაბიჯი არ იქნება ბირთვული თავდასხმა? ვლადიმირ პუტინის სიტყვებს შურისძიების იარაღზე სხვაგვარად ვერ ავხსნი.
,,ნოვაია გაზეტას” შემდეგ ნომერს ორ ენაზე – უკრაინულ და რუსულ ენაზე გამოვცემთ, იმიტომ რომ, ჩვენ არ ვაღიარებთ უკრაინას მტრად და უკრაინულ ენას მტრის ენად. დაბოლოს, მხოლოდ გლობალურ ანტი-ომის მოძრაობას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა ამ პლანეტაზე.”

