მსოფლიოს თითქმის ყველა ქალაქი მოიცვა საპროტესტო აქციებმა. ადამიანები რუსეთის საელჩოებთან მიდიან და უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრას აპროტესტებენ. უკრაინელების გვერდიგვერდ ქართველებიც დგანან და უკრაინული დროშების გვერდით ქართული დროშებიც ფრიალებს.
,,ცრემლები წამომივიდა, საქართველოს დროშა რომ დავინახე. რამდენი წელია, დაგვათრევს რუსეთი აქეთ-იქით. იქნებ ახლა მაინც გაიგოს მსოფლიომ, ჩვენც რომ ვარსებობთ”, – წერენ სოციალურ ქსელში.

ფოტოები ჰააგიდან და ლონდონიდან


