,,კიევის დასაცავად ვისაც სროლა შეუძლია, ყველას გადასცეს იარაღი”

,,კიევის დასაცავად ვისაც სროლა შეუძლია, ყველას გადასცეს იარაღი''უკრაინის ხელისუფლება აფრთხილებს კიევის მოსახლეობას, რომ სინათლე არ აანთონ.

-მე ვიმყოფები კიევში, ცენტრიდან 15 კილომეტრის მოშორებით. კომენდანტის საათია შემოღებული. გაგვაფრთხილეს, რომ სინათლე არ ავანთოთ, რადგან დაბომბვის საშიშროებაა. მოიერიშე გამანადგურებლების ხმა მუდმივად ისმის.

კიევში დღეს 10 ათასი ავტომატი დაარიგეს, რომ ქალაქი დაიცვან. ვინც მოხალისედ ჩაეწერა და ვისაც სროლა შეუძლია, ყველას გადაეცა იარაღი, რომ ქალაქი დაიცვან. მეტნაკლებად მშვიდად არის ქალაქი. უკრაინელი ხალხი ყველაზე მეტად თავისუფლებას აფასებს და მაინცდამაინც ადვილი არ იქნება უკრაინელების დაპყრობა, – განაცხადა ,,პირველთან” კიევში მცხოვრებმა ქალბატონმა გალიამ.