ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაცრ სანქციებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს რუსეთის ეკონომიკას ჩამოშლის. კითხვაზე, ესაუბრა თუ არა პუტინს, ბაიდენმა უპასუხა:
,,მე არ მაქვს სურვილი, ველაპარაკო პუტინს”.
კითხვაზე, რუსეთი საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, SWIFT-დან უნდა გააგდონ თუ არა, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა:
,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბანკების წინააღმდეგ აქციებს შეიძლება უფრო მეტი ეფექტი ჰქონდეს, ვიდრე SWIFT-დან გათიშვას”.
