ისრაელში, „ომიკრონ“ ვარიანტით გამოწვეული ვირუსის გავრცელების ტალღის შემცირების გამო, ,,მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა.
,,ტალღა შესუსტებულია”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.
მშობლები ჯერ კიდევ ვალდებულები არიან, შვილებს კორონავირუსზე ტესტი კვირაში ორჯერ ჩაუტარონ, ასევე ტესტები სავალდებულო რჩება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც მოხუცთა თავშესაფრებში ვიზიტი სურთ.
ისრაელში,სადაც მოსახლეობა 9.4 მილიონს შეადგენს, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის დაახლოებით 3.5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და 9 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ბევრად ნაკლები, ვიდრე საქართველოში.
ინტერპრესნიუსი

