კიევში მცხოვრები ირმა სამნიაშვილი ამბობს, რომ ქალაქის დატოვებას არ აპირებს.
-კიევში სტრატეგიულ ობიექტთან, საავიაციო ქარხანასთან ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. რა თქმა უნდა, ვნერვიულობთ. დილით აფეთქების ხმები ისმოდა, მერე მთელ ქალაქში სირენები ჩაირთო. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან შემზარავია, ძალიან მოქმედებს ადამიანზე.
სირენების ხმაზე რომ გადავიხედე, ბავშვებს მანქანებში სვამდნენ, ძირითადად პატარა ბავშვები გაჰყავდათ. ერთი თვეზე მეტია ვრცელდება ინფორმაციები, თუ სად არის თავშესაფრები. ეს მერიის ვებგვერდზეა მითითებული ხალხისთვის, ნანახი გვაქვს და ვიცით, სადაც არის, მაგრამ ქალაქში ისეთი არაფერი ხდებოდა, რომ გავსულიყავით და თავშესაფარში შეგვეფარებინა თავი.
მეზობელმა დამირეკა, მეტროსთან მივდივართ და რამე თუ მოხდება, მეტროში ჩავალთო და მეც დამიძახეს, წავსულიყავი. მე ვთვლი, რომ კიევის საჰაერო სივრცე არის დაცული სერიოზულად და არ მიმაჩნია კიევში საპანიკოდ საქმე. ვისაც პატარა ბავშვები ჰყავთ, ისინი გადიან. მე ვფიქრობ, დედაქალაქი უფროა დაცული, ვიდრე პატარა ქალაქები და სოფლები.
ჩვენს საელჩოსთან კონტაქტი არ მაქვს, მაგრამ ქართველებთან მაქვს. ზოგი პანიკაშია, მაგრამ ჩემს ოჯახთან ერთად სახლში ვზივარ და არსად წასვლას არ ვაპირებ. ჩემს შვილებს დაურეკეს, რომ მაღაზიებშიც რიგებია, მაგრამ მე არ ვყოფილვარ გასული და არც პროდუქტები მაქვს მომარაგებული. მე ძალიან მჯერა უკრაინის არმიის, მჯერა პრეზედენტ ზელენსკის და მჯერა, რომ ამ ფსიქოპათს, ამ ტერორისტს გააჩერებენ და არ მჯერა, რომ ფართომასშტაბიან ომს დაიწყებენ, რადგან თუ ეს უკრაიანას ემუქრება, მაშინ მთელ მსოფლიოს ემუქრება. ვერ წარმომიდგენია კიევში ხელჩართული ბრძოლები და ტანკები. მჯერა, რომ პუტინს გააჩერებენ და ამ სენს მთელი პლანეტა მოვიშორებთ.
პირველი

