ბიზნესმენი ბაჩო ყალიჩავა ,,პირველთან” ამბობს, რომ დილით აფეთქების ხმამ გააღვიძა.
-დილით აფეთქებამ გამაღვიძა. აეროპორტის ტერიტორია დაბომბეს, რომ სამხედრო ინფრასტრუქტურა გაენადგურებინათ. მერე რამდენიმე აფეთქება მოხდა.
ჩემი ბიზნესი მაქვს და აქ ვრჩები. ხალხში არის პანიკა. არის ინფორმაცია, რომ უკრაინამ ბევრი შეტევა მოიგერია და ბევრი ბომბდამშენი ჩამოყარა. ამჟამად კიევი აღარ იბომბება, არ გამიგია სროლის ხმა, მაგრამ ხალხში დიდი პანიკაა. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ პანიკა არ იყოს. ვრცელდება ინსტრუქციები, როგორ უნდა მოვიქცეთ. სახელმწიფო მოუწოდებს ხალხს, სოციალურ ქსელებში არ დადონ ვიდეოები, სადაც უკრაინელი სამხედროების გადაადგილება იქნება ასახული. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს პანიკის თავიდან ასაცილებლად. ყველამ ვიცით, სად უნდა წავიდეთ, თუ იქნება ფართომასშტაბიანი დაბომბვა ან რუსული ჯარის შემოსვლა კიევში.
ადამიანები ლვოვის მიმართულებით მიდიან, თუმცა იმ მიმართულებითაც დაიწყეს დაბომვა. მე აქ ბიზნესი მაქვს, თანამშრომლები მყავს და არ ვაპირებ აქაურობის დატოვებას.
პირველი

