,,უკრაინა მარტო დარჩა” – წერენ სოციალურ ქსელებში, მაგრამ ასე არ არის და ამაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში გამართული აქციები მეტყველებს. ხალხი უკრაინული დროშებით გამოდის და თავიანთი ქვეყნის ხელისუფლებას უფრო მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
ამ წუთებში ხალხმრავალი აქცია იმართება ლონდონშიც. იქ მისულები ხელისუფლებას სთხოვენ, რომ რუსეთის მიმართ მიღებული ზომები გაამკაცრონ და პუტინი შეაჩერონ. აქციაზე ქართველებიც არიან მისულები და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ. როგორც უნდა დამთავრდეს პუტინის წამოწყებული ომი, რუსეთი გამარჯვებული მაინც ვერასოდეს იქნება!

