,,სარკე”, ავთო ჩიტიძე
მომღერალ დათუნა მგელაძის შემოქმედებითი ცხოვრება პანდემიამ მნიშვნელოვნად დააპაუზა. კონცერტებს უკვე სიზმრებში ხედავს. რა გამოსავალს მიაგნი, ამის შესახებ მომღერალი ,,სარკეს” ესაუბრა:
– მეგობრებმა გადამატანინეს ეს რთული პერიოდი. ბევრი ეტაპი გამოვიარე, იყო შოკიც, სახლში ჯდომაც, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ ამ უძრაობაში დიდი დრო გავიდა და არ შეიძლება ასე გაგრძელება. უნდა ჩავერთო და გავაგრძელო ცხოვრება იმ პირობებში, რაც დღეს მთელ სამყაროშია, ამიტომ შევიკეტე სტუდიაში და ახალ სიმღერებზე დავიწყე მუშაობა. ახალი ალბომისთვის თითქმის მზად მაქვს სიმღერები.
– ცნობილია, რომ გაქვთ ბიზნესიც, სილამაზის სალონების ქსელი. ამ კუთხითაც იყო პანდემიის მხრიდან სერიოზული დარტყმა?
– თავიდან ძალიან შევშინდი, იყო სერიოზული ზარალი და მეგონა, ვერასდროს შევძლებდი ფეხზე დადგომას. დღესდღეობით ყველაფერი დალაგდა და მე და ჩემმა პარტნიორმა მოვახერხეთ, რომ ბიზნესი ახალ რეალობასა და რეგულაციებზე ყოფილიყო მორგებული. რომ მკითხოთ, როგორ და რანაირად, არ ვიცი, მაგრამ ბიზნესი გადავარჩინეთ.
ისეთი დეპრესია და გაჭირვებაა მთელ ქვეყანაში, რომ რთულია, ისაუბრო შენს პირად პრობლემებზე. ყველაზე დიდი ზარალი, საერთო ჯამში, ჩემთვის ისაა, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან განვიცდი უკონცერტო ცხოვრებას. ჩემი ყველა გეგმა და იმედი სიმღერას უკავშირდება, ამ პანდემიამ კი მოკლა ყველა გეგმა და იმედი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვოცნებობ კონცერტზე გამოსვლაზე. მაგალითად, 500 კაციან დარბაზში მიღებული ტაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვის.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

