15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკის, კონექტიკუტის შტატის ,,ნიჭიერის“ გამარჯვებულია. რუისელი მომღერალი ,,ოქროს ღილაკით“ პირდაპირ ფინალურ შოუში მოხვდა.
-ლამის გული ამომვარდეს. ძალიან მინდა, ამ წუთებში ჩემს შვილს ჩავეხუტო და გულში ჩავიკრა. ადგილს ვერ ვპოულობ, მეორედ დავიბადე ამ ქვეყანაზე…რადგან ალექსანდრეს უბრალო მშობლები ჰყავს, საქართველოში არ აფასებდნენ, – ამბობს ალექსანდრე ზაზარაშვილის დედა ,,ამბები.ჯი”-სთან.
ალექსანდრე ამერიკაში მამასთან ერთად ცხოვრობს. როგორც მან ,,სარკეს” ცოტა ხნის წინ უთხრა, მისი სამომავლო გეგმებიც ამ ქვეყანას უკავშირდება.

