ბათუმში კონცერტის შემდეგ ლელა წურწუმია კოვიდ 19-ით დაინფიცირდა – “ამ ეტაპზე ჟანგბადდამოკიდებულია”

ბათუმში კონცერტის შემდეგ ლელა წურწუმია კოვიდ 19-ით დაინფიცირდა - "ამ ეტაპზე ჟანგბადდამოკიდებულია"“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მომღერალი ლელა წურწუმია კოვიდინფიცირებულია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. მას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. კლინიკაში მომღერლის დაინფიცირების ფაქტი დაგვიდასტურეს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ლელა წურწუმიას ინფიცირება ბათუმში ხალხმრავალ კონცერტს უკავშირდება, რომელიც მომღერალმა 7 აგვისტოს გამართა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჟანგბადდამოკიდებულია.

“ლელა სტაბილურად არის, ჟანგბადდამოკიდებულია, ოქსიგენეცია მიდის, ჟანგბადზეა, სატურაციას ამ ეტაპზე ინარჩუნებს. თვითონ თავს მხნედ გრძნობს და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.” – ამბობს ლევან რატიანი.

“პრაიმტაიმი” ამ ინფორმაციაზე სასაუბროდ მომღერლის ქმარს და პროდიუსერს კახა მამულაშვილს, იგივე მამულიჩას დაუკავშირდა, თუმცა მან ტელეფონი გათიშა.

რამდენიმე დღის წინ მამულიჩამ დაწერა, რომ ლელა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ამის შემდეგ, ლელა წურწუმიას მეგობარს კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს დავუკავშირდით. მისი ინფორმაციით, ლელა წურწუმიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

“ლელა თავს კარგად გრძნობს, მისი კონტაქტი არ ვარ, არ მინახავს რამდენიმე დღეა.” – ამბობს რუსა მორჩილაძე.

პრაიმ ტაიმი