ჭდე: ბათუმი

,,თითქოს წინასწარ გრძნობდა, რა ელოდა…” – ავარიას შეწირული ახალგაზრდები

,,თითქოს წინასწარ გრძნობდა, რა ელოდა..." - ავარიას შეწირული ახალგაზრდები

3 ოქტომბერს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ დაიღუპა. გარდაცვლილი 20 წლის ახალგაზრდები – დემურ ბერიძე და მარიამ გოგიტიძე, კლასელები იყვნენ და მეგობრის ქორწილიდან ბრუნდებოდნენ. მსუბუქ ავტომანქანაში იმყოფებოდა მარიამის დაც, რომელიც, საბედნიეროდ, გადარჩა და მის […]

სტეფანეს სასტუმროს მეხი დაეცა – “სცენა მიწაში ჩავიდა”

სტეფანეს სასტუმროს მეხი დაეცა - "სცენა მიწაში ჩავიდა"

კონცერტის გასამართად ჩასულ სტეფანე მღებრიშვილს ბათუმში, მის დაბადების დღეზე, დიდი თავგადასავლები გადახდა, რის შესახებაც მან ფეისბუქში დაწერა: “საიდან დავიწყო არ ვიცი. მაგრამ სატვირთო მანქანებით ჩავიტანეთ (უცხოელ არტისტებზე რომ აპარატურა დადის იმდენი) სცენა, ხმა, განათება… და რადგან ვიცოდი, რომ დიდი სივრცე იყო, პირველად ჩემს კონცერტზე დავამონტაჟეთ ეკრანები შორს მდგომი ადამიანებისთვის, რომ კარგად დაენახათ და დამატებით კონცერტის […]

ბათუმის აეროპორტში ბავშვი დაიბადა

ბათუმის აეროპორტში ბავშვი დაიბადა

ბათუმის აეროპორტის პრესსამსახური ავრცელებს ცნობას, რომ ურალის ავიახაზების მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა, დარბაზში ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. ექიმს თავისი პერსონალი ეხმარებოდა. ახალშობილი ბიჭია. ის და მისი დედიკო თავს კარგად გრძნობენ.

რა გველოდება ბათუმში ზღვის სეზონზე

რა გველოდება ბათუმში ზღვის სეზონზე

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა. ორიგინალური და კრეატიული საზაფხულო დეკორაციებით მორთულ ზღვის სანაპიროს უამრავი ადამიანი ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად სტუმრობდა. ბათუმელებისა და ბათუმის სტუმრებისათვის  ისეთი დიჯეები და ბენდები ზრუნავდნენ, როგორებიც არიან დიჯეი Chiki, Vako T, ლაშა გურული, Gabunia, ბენდი Groove Phoenix, Bedford Falls და დიჯეი The Drifter გერმანიიდან. ფესტივალის განმავლობაში, ხალხმრავლობა და დიდი ჩართულობა […]

,,ვფიქრობ, ჩემი შვილი სატანური სექტის წევრია” – მეოთხე დღეა ბათუმში 15 წლის გოგონას ეძებენ

,,ვფიქრობ, ჩემი შვილი სატანური სექტის წევრია" - მეოთხე დღეა ბათუმში 15 წლის გოგონას ეძებენ

ბათუმში გაუჩინარებული 15 წლის ნ. ბ. -ს დედა ამბობს, რომ მისი შვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. მისი თქმით, მოზარდი თვითმკვლელობისკენ იყო მიდრეკილი, რის გამოც, ფსიქოლოგთანაც დაჰყავდათ. დედის ინფორმაციით, გოგონა სახლიდან ხშირად მიდიოდა და ღამე შინ არ ბრუნდებოდა. თუმცა ბოლოს უკან მაინც მიდიოდა. უკვე მეხუთე დღეა გოგონას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და სოციალურ ქსელშიც […]

,,ჩემს შვილს მეხუთე დღეა ვეძებთ” – ბათუმელი მოზარდის ფეისბუქში საშინელი ვიდეოები ნახეს

,,ჩემს შვილს მეხუთე დღეა ვეძებთ" - ბათუმელი მოზარდის ფეისბუქში საშინელი ვიდეოები ნახეს

ბათუმში, ე.წ ბარცხანის დასახლებაში, მეხუთე დღეა მე-10 კლასის მოსწავლეს ეძებენ. როგორც გაუჩინარებული გოგონას დედამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ოჯახმა სამართალდამცავებს მიმართა. -ჩემს შვილს მეხუთე დღეა ვეძებთ, სახლიდან რომ გავიდა, ,,ფეისბუქი” ჩართული დარჩა, სადაც საშინელი ვიდეო მასალები ჰქონდა. არანაირი ძალადობა მასზე ოჯახის მხრიდან არ ყოფილა. არ ვიცი, სად ვეძებო. მივმართეთ სამართალდამცავებს და მიმდინარეობს გამოძიება, – აცხადებს გაუჩინარებული […]

ბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარ მებაღეს ძეგლი გაუხსნეს

ბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარ მებაღეს ძეგლი გაუხსნეს

ბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარი მებაღისა და ცნობილი დეკორატორის, იასონ გორდეზიანის, ძეგლი გაიხსნა. ძეგლის ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძე გახლავთ. იასონ გორდეზიანი (1876-1960 წ.წ.) ბათუმის მთავარი მებაღე და ცნობილი დეკორატორი იყო. მას განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული, კერძოდ, ვერსალის სასოფლო-სამეურნეო ნაციონალურ ინსტიტუტში. მუშაობდა საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჰოლანდიის საბაღო მეურნეობებში. როგორც აღიარებული სპეციალისტი, იგი სამუშაოდ მიიწვიეს ლონდონის ბოტანიკური ბაღის […]

82 წლის ქალი ჩამორთმეულ ბინაში ამწეთი შევიდა – ,,მას თავის დროზე პირადი ნივთების გატანის უფლებაც არ მისცეს”

82 წლის ქალი ჩამორთმეულ ბინაში ამწეთი შევიდა - ,,მას თავის დროზე პირადი ნივთების გატანის უფლებაც არ მისცეს"

ბათუმელები მძიმე სცენის მომსწრენი გახდნენ. 82 წლის ალექსანდრა ტერუნი ამწეს დახმარებით შევიდა ჩამორთმეულ ბინაში. სახლის მეორე სართულის აივანზე გადავიდა, აივნიდან კი ბინაში შევიდა. ის 1983 წლიდან ამ სახლში ცხოვრობდა. როგორც ,,ბათუმელები” წერს, ალექსანდრა ქუჩაში მას შემდეგ დარჩა, როცა მისმა შვილიშვილმა, წლების წინ სესხი აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. შვილიშვილი საზღვარგარეთ წავიდა, ბინა კი მეზობელმა იყიდა, […]

ბათუმში 25 სკოლის მოსწავლე მეძავად მუშაობს

ბათუმში 25 სკოლის მოსწავლე მეძავად მუშაობს

ბათუმში 25 არასრულწლოვანი სექსმუშაკად მუშაობს. ამის შესახებ Unicef-ისა და World Vision-ის კვლევაშია ნათქვამი. არსებული ინფორმაციით, პროსტიტუციაში ჩართული არასრულწლოვნების რიცხვი ზაფხულში ტურისტული სეზონის დროს კიდევ უფრო იზრდება. გავრცელებული ინფორმაციით, უცხო პირები გოგონებს სამსახურს სთავაზობენ და სექსმუშაკებად ასაქმებენ. თემით აჭარის ტელევიზიაც დაინტერესდა და საგამოძიებო ფილმი გადაიღო. საქართველოს კანონმდებლობით, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სექსუალური ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია. იგივე ქმედება […]

ამერიკელს ბათუმის ღამის კლუბში თანხა გამოსძალეს

ამერიკელს ბათუმის ღამის კლუბში თანხა გამოსძალეს

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში ერთ-ერთ ღამის კლუბში თანხა გამოსძალეს. რობი [სახელი შეცვლილია] კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტია და კონკრეტული თემის საკვლევად ერთი წლით ჩამოვიდა საქართველოში. რობიმ სამეცნიერო კვლევა ბათუმში შემოდგომაზე დაიწყო. – 23 ნოემბერს მეჩეთთან ახლოს თურქი ეროვნების კაცი გავეცანი. მითხრა, მურატი მქვიაო. შემომთავაზა ღამის კლუბში წავიდეთ, კარგად გავერთობითო, კლუბი ჩემია და ფულზე არ […]