ჭდე: ხანძარი

თავისუფლების მოედანზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

თავისუფლების მოედანზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია. პირველი

ამ წუთებში ბორჯომის ტყეში ხანძარია

ამ წუთებში ბორჯომის ტყეში ხანძარია

ბორჯომის სოფელ საკირეს ტყეში ხანძარია. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ცეცხლი ბუჩქებსა და ხეების ნარჩენებს უკიდია. სახანძო სამაშველო სამსახური რეგიონის მასშტაბითაა მობილიზებული. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული. კვირა

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი ერთ-ერთ საწყობს უკიდია. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 11 სახანძრო მანქანა მუშაობს. მათი ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. კვირა

საკუთარ ბინაში გაჩენილ ხანძარს 90 წლის მოხუცი ემსხვერპლა

საკუთარ ბინაში გაჩენილ ხანძარს 90 წლის მოხუცი ემსხვერპლა

დღეს თბილისში, მოსკოვის გამზირზე 90 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. წინასწარი მონაცემებით, მოხუცი კვამლით გაიგუდა. ცხედარი  მეხანძრეებმა აღმოაჩინეს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც გაუფრთხილებლობით სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია”, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რუსთავში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა – 50 მგზავრმა გადმოსვლა მოასწრო

რუსთავში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა - 50 მგზავრმა გადმოსვლა მოასწრო

რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, ავტობუსში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან გამოსვლა დროულად შეძლეს. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი აზერბაიჯანიდან ე.წ. წითელი ხიდის გავლით, თურქეთში მიდიოდა, მასში უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისხდნენ. ადგილზე სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებულნი, ისინი ავტობუსში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

თბილისში სასტუმრო “რუმსში” ხანძარია

თბილისში სასტუმრო "რუმსში" ხანძარია

თბილისში სასტუმრო “რუმსში” ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია 15 სამაშველო-სახანძრო ბრიგადა. ადგილზეა, ასევე, სასწრაფო დახმარების სამსახურიც. დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერ ჯერჯერობით არ ვრცელდება. სასტუმროს სტუმრები და პერსონალი ევაკუირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.