მომღერალ სოფო ნიჟარაძის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გოგონა, ელის-მარია 2 წლის გახდა. მომღერალმა მამა-შვილის ფოტოები და ვიდეო ატვირთა, სადაც ბედნიერი მამა ელის-მარიას ეცეკვება. ,,ამ დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი გამხადა ამ გოგომ. ჯანმრთელობას, ბედნიერ მომავალს, ულევ წარმატებას და სიხარულს გისურვებ, დე. უსაზღვროდ მიყვარხარ”, – დაწერა სოფო ნიჟარაძემ.
ჭდე: სოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე: ,,ეზოში თავს დაადებს და გარბის, სისწრაფე უყვარს”
მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ვანო ჯავახიშვილის შოუში ელის მარია სააკაშვილზე ისაუბრა. -ძალიან წყნარი ბავშვი იყო, მაგრამ საქართველოში რომ ჩამოვედით, გაგიჟდა. მაგიდაზე დგება და იქიდან თითს გვიქნევს. ეზოში ჩავიყვან თუ არა, მოკიდებს თავისი ,,ბავშვის” ეტლს ხელს, თავს დაადებს და გარბის. სისწრაფე უყვარს. წლის და რვა თვის არის, ჯერ არ ლაპარაკობს, მაგრამ სამი ენა ესმის და აირია.
სოფო ნიჟარაძე: ,,მეხვეწებოდა, ცოლად გავყოლოდი, მაგრამ უარი ვუთხარი”
მომღერალ სოფო ნიჟარაძის პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი არ წყდება. ეს ინტერესი კი მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მისი და სოფო ნიჟარაძის უსაყვარლესი გოგონა, ელის მარია წარუდგინა. სოფო პირადზე ძალიან იშვიათად საუბრობს. 2017 წელს იყო გამონაკლისი, როცა მან ,,პროფილში” თავისი პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. -მეხვეწებოდა, გამომყევი ცოლად, ყველაფერი შენთვის მინდაო, მაგრამ […]
,,ელის მარიას პირველი ეთერი” – რა ვიდეოს აქვეყნებს სოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე: ,,შვილის გაზრდაში დედა მეხმარება”
მომღერალი სოფო ნიჟარაძე შვილის, ელის-მარიას ფოტოებსა და ვიდეობს ხშირად აქვეყნებს, მაგრამ შვილსა და დედობით გამოწვეულ განცდებზე მან პირველად ახლა, მარინა ბერიძის მუსიკალურ რუბრიკაში ისაუბრა. -უცბად დედა გავხდი, დედა – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყველაფრით, რადგან მე ვიყავი ყველაფერი. რა თქმა უნდა, დედა ძალიან მეხმარება, მაგრამ მე ვზრდი და ამიტომ სრულიად სრულფასოვნად ვარ ჩართული. ამან, რა […]
ელისო კილაძე: ,,რაც სოფო ნიჟარაძის შვილზე ხდება, ვერ გავჩუმდები!”
ჟურნალისტი ელისო კილაძე ფეისბუქში წერს: ,,სტატუსების წერის არც დრო მაქვს, არც ხალისი (ქალბატონ ელისოს 2 დღის წინ დედა გარდაეცვალა, რედ. შენ.) , მაგრამ რაც ახლა სოფო ნიჟარაძის შვილზე ხდება, ვერ გავჩუმდები! რა ჯანდაბამ გადაგაგვარათ, თქვე არაკაცებო და არაქალებო? დიახ, სააკაშვილია ბავშვი, მერე?! კარგი მოქალაქე გაიზრდება – სითბოში და სიყვარულში! არანაკლებ ნაძირალაა ის, ვინც საზღვარზე ბავშვის […]
სოფო ნიჟარაძე გოგონას დედა გახდა
სოფო ნიჟარაძე: ,,შელამაზებულ სიმართლეში ვიცხოვრებთ დღეიდან? არა!”
მომღერალი სოფო ნიჟარაძე ფეისბუქში წერს, რომ ,,რუსთავი 2″-უს გუნდი არ გაჩერდება და ამ ყველაფერს გაუძლებს. ..შელამაზებულ სიმართლეში ვიცხოვრებთ დღეიდან?! არა. ,,რუსთავი 2″ – გუნდი, რომელიც არასდროს დანებდება! ,,რუსთავი 2″ ჩვენია! მუდამ ხალხისთვის! ,,რუსთავი 2″ ერთმუშტად შეკრული გუნდია, ყველა ხელუსუფლებას გაუძლო და ამათაც გაუძლებს! ვაზიარებთ ყველა!”, – წერს მომღერალი.
სოფო ნიჟარაძის და გიორგი კელაპტრიშვილის დუეტი – ვიდეო
სოფო ნიჟარაძემ ოთო ნემსაძე დაიცვა – ”ოთო ძლიერი მომღერალია, კარგად შეასრულა და ემოცია დადო”
ნიკა გვარამიას პოსტს ოთო ნემსაძის ევროვიზიაზე გამოსვლის შესახებ ფეისბუქში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. პოსტზე კომენტარი სოფო ნიჟარაძემაც გააკეთა. ”სიმღერა შეიძლება არ მოგწონდეს, არც კონცეფცია, თავის დადგმიანად, ან მოგწონდეს, მაგრამ ოთო ძლიერი მომღერალია და ის, რომ კარგად შეასრულა და ემოცია დადო, ეს უნდა ითქვას. მერე რა, რომ ფინალში ვერ მოხვდა? ევროვიზიის ისტორიაში ბევრი ძლიერი მომღერალი მახსოვს, ასევე […]