გორის მერის მოადგილის, ეკატერინე სუხიშვილის ოჯახი გაქურდეს. მათ საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან ტრაქტორი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ნიუპოსტს“ ეკა სუხიშვილმა დაუდასტურა. შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ, კომბინატის დასახლებაში მოხდა. საქმეზე შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. ნიუპოსტი