ჭდე: ტორტი

ინფექციონისტი: ,,ყუნწიანი მარწყვით ტორტების მორთვა არ შეიძლება!”

მაია ბუწაშვილი: ,,უნდა დავიწყოთ მოსახლეობის ინფორმირება, რომ დაინფიცირებულებიდან ყველა ვერ მოხვდება სტაციონარში"

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ყველას აფრთხილებს, რომ ტორტები ყუნწიანი მარწყვით არ მორთონ. „ზოგი ახირებად მითვლის, მაგრამ წლებია, მაწუხებს ყუნწიანი მარწყვების ნახვა კრემიან ტორტებზე. შეუძლებელია, მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადეკვატურად გაირეცხოს. აღარაფერს ვამბობ ბაქტერიებზე, რომლებსაც დიდი შანსი აქვთ იქ არსებობისა, ყუნწის მოცილებისას ხილული ჭუჭყიც შეიმჩნევა ხოლმე. ახლა, რა თქმა უნდა, კორონავირუსის კონტექსტში არ ვწერ, ჩვეულებრივ ბაქტერიებს ვგულისხმობ, […]

კახი კალაძემ და ანუკი არეშიძემ ჯვრისწერის შემდეგ ტორტი გაჭრეს – ვიდეო

კახი კალაძემ და ანუკი არეშიძემ ჯვრისწერის შემდეგ ტორტი გაჭრეს - ვიდეო

დედაქალაქის მერი კახი კალაძე და მისი მეუღლე ანუკი არეშიძე ჯვრისწერის შემდეგ გრანდიოზულ მარწყვის ტორტს ჭრიან – ვიდეო

ხაშურელი კონდიტერის მწვადის ტორტი – ,,მამაკაცების გულთამპყრობელი” – ვიდეო

ხაშურელი კონდიტერის მწვადის ტორტი - ,,მამაკაცების გულთამპყრობელი" - ვიდეო

ხაშურელი კონდიტერის, მარი კიკნაძის ტორტს – მაყალზე შემოდებულ მწვადის შამფურებს, მამაპაპური შეძახილები მოჰყვა ფეისბუქში. ,,კაი ქართული, მამაპაპური, გემრიელი და ქართველ მამაკაცთა გულთამპყრობელი ტორტი შევადუღე დღეს”, – დაწერა მარი კიკნაძემ სოციალურ ქსელში. მსგავს უცნაურ შეკვეთებს კონდიტერი ხშირად იღებს.  კაი ქართული,მამა-პაპური,გემრიელი და ქართველ მამაკაცთა გულთამპყრობელი ტორტი შევადუღე დღეს😁😁😁😁😁❤✌✌✌✌✌ Gepostet von მარი კიკნაძე am Donnerstag, 23. Mai 2019

ტორტი – არ წახვიდე, არ დამტოვო

ტორტი - არ წახვიდე, არ დამტოვო

კონდიტერმა იხუმრა და საქორწილო ტორტი ორიგინალურად გააფორმა. სოციალურ ქსელში კი ქართველებმა მაშინვე მოუძებნეს სახელი – ტორტი, სახელად ,,არ წახვიდე, არ დამტოვო”. შეგახსენებთ, რომ ეს სიტყვები მომღერალ გოგიტა გოგიძის სიმღერიდანაა, რომელიც ჰიტად იქცა და ინტერნეტში მილიონობით ნახვა აქვს. ამჟამად გოგიტა გოგიძე ამერიკაშია და მუსიკალურ კარიერას ოკეანის მიღმა აგრძელებს.    

დიღომში ტაქსის მძღოლმა ქალს ტორტი გასტაცა

დიღომში ტაქსის მძღოლმა ქალს ტორტი გასტაცა

დიღომში ტაქსის მძღოლმა ქალს ტორტი გასტაცა. როგორც ,,ნიუპოსტს“ ადგილიდან აცნობეს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მგზავრმა რესტორან ,,შარბათთან” ტაქსი გააჩერა და ტორტი მანქანაში ჩადო, მძღოლს კი მცირე ხნით დალოდება სთხოვა. ქალი მალევე მიბრუნდა, თუმცა არც ტაქსი და არც მისი ტორტი ადგილზე აღარ დახვდა. ნიუპოსტი

გორის მერმა ჟურნალისტებს ამ ტორტით მიულოცა პროფესიული დღე – ,,სპერმატოზოიდს უფრო ჰგავს”

გორის მერმა ჟურნალისტებს ამ ტორტით მიულოცა პროფესიული დღე - ,,სპერმატოზოიდს უფრო ჰგავს"

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა, რომელსაც 1993 წლიდან აღნიშნავენ. წელს გორის მერმა, კოტე თავზარაშვილმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და ტორტით გაუმასპინძლდა. ტორტის დიზაინმა სტუმრები ძალიან გაახალისა. ,,ამ ტორტით მიულოცა პროფესიული დღე. კრეაწიული დიზაინია. ნაფიქრი აქვს აშკარად”, – დაწერა ჟურნალისტმა თამრო ოქრუაშვილმა. ,,ნამდვილია? სპერმატოზოიდს უფრო ჰგავს”. ,,მე ვირთხა მეგონა” – წერენ კომენტარებში.