ჭდე: თემირლან მაჩალიკაშვილი

,,რის გულისთვის მომიკალით შვილი!.. წადით, არ არის პანკისობა” – თემირლან მაჩალიკაშვილის დედა – ვიდეო

,,რის გულისთვის მომიკალით შვილი!.. წადით, არ არის პანკისობა" - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - ვიდეო

სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი "პანკისობის" ჩატარებას აპროტესტებს Gepostet von პანკისის სათემო რადიო / Radio Way am Samstag, 22. September 2018

“თემირლანს მომღერალი გოგო უყვარდა და მის ცოლად მოყვანას აპირებდა”

"თემირლანს მომღერალი გოგო უყვარდა და მის ცოლად მოყვანას აპირებდა"

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან, რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის, სისცოცხლე შეეწირა, 5 თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ ოჯახს ჯერ კიდევ არ აქვს ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხი კითხვაზე, რატომ შეიჭრა სპეცრაზმი მათ სახლში და რატომ ესროლეს მძინარე თემირლანს. თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი ჟურნალ „სარკესთან“ თემირლანის ბავშვობას იხსენებს. „თემირლანი ბავშვობიდანვე იყო არაჩვეულებრივი ადამიანი. სხვა ბავშვებთან შედარებით არ […]

მარიამ კუბლაშვილი: “ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა”

მარიამ კუბლაშვილი:  “ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა”

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების საქმის ფარგლებში, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო. მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა: – რაც არ დადასტურდა და რაც ალბათ შემდგომი განხილვის მსჯელობის საგანი გახდება, არის ლითონის ფრაგმენტი. როგორც ექსპერტიზაშია მითითებული, იგივე ტყვიაზე, რომელიც კედელში გაჩერდა, ანუ გავიდა […]

თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა

თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისის საავადმყოფოში გადმოიყვანეს

დღეს დილით პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა და რამდენიმე დღის განმავლობაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმის თქმით, დილის 8 საათისთვის მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისის საავადმყოფოში გადმოიყვანეს

თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისის საავადმყოფოში გადმოიყვანეს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მაჩალიკაშვილი თელავის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. თემირლან მაჩალიკაშვილს ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს, მას ნეიროქირურგიული ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა. ნიუპოსტი

მარიამ კუბლაშვილი: ”ჩემს ნათესავ თემირლან მაჩალიკაშვილს, მწოლიარეს, შუბლში ესროლეს”

მარიამ კუბლაშვილი: ”ჩემს ნათესავ თემირლან მაჩალიკაშვილს, მწოლიარეს, შუბლში ესროლეს”

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი წერს პანკისის ოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის შესახებ, რომელიც, ადვოკატის განცხადებით, მისი ნათესავია და როგორც ჩანს, თავად აპირებს მისი უფლებების დასაცავად ბრძოლას. მარიამი წერს, რომ თემირლანს მეორედ შუბლში ესროლეს და უმძიმეს მდგომარეობაშია თელავის საავადმყოფოში, სადაც სიკვდილს ებრძვის. მარიამი წერს: „თემირლან მაჩალიკაშვილი. 19 წლის. ამჟამად სიკვდილს თელავის საავადმყოფოში ებრძვის. როგორც ოჯახის […]