შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ც. საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ, 45000 ლარად ღირებულ “მაზის” მარკის ავტომანქანას. გ.ც.-მ […]
კატეგორია: სამართალი
3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს პატიმრობა შეეფარდა
ქალი, რომელმაც ბავშვი დაჭრა, დააკავეს, ის 51 წლის არის
პოლიციამ პეკინის ქუჩაზე მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ქალი დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, […]
ვრცელდება ქალის ფოტო, რომელმაც ბავშვი დანით დაჭრა
ამ ვიდეოში მკაფიოდ ჩანს ქალი, რომელიც ბავშვს დანას სახეზე უსვამს
ვრცელდება კადრები, სადაც კარგად ჩანს ქალი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ თბილისში, ქუჩაში 3 წლის ბავშვი დაჭრა. ვიდეოში ჩანს, რომ 3 წლის ბიჭის დაჭრის შემდეგ უცნობ ქალს მისი ტყუპისცალის დაჭრის მცდელობაც ჰქონდა, თუმცა მამამ ხელი ააფარა ბავშვს და ყვირილი დაიწყო. ამის შემდეგ ქალი გაიქცა, მამა დაედევნა, თუმცა უკან, დაჭრილი ბავშვისკენ მიბრუნდა და იქვე მდებარე აფთიაქში შეიყვანა. […]
,,ბავშვს ნაკვეთი ჭრილობა ჰქონდა ცხვირის ფუძეზე და მარჯვენა ყვრიმალზე” – თბილისში 3 წლის ბავშვი ქალმა დანით დაჭრა
„პრაიმტაიმის” ინფორმაციით, 3 წლის ბიჭის დაჭრის შემდეგ უცნობ ქალს მისი ტყუპისცალის დაჭრის მცდელობაც ჰქონდა, თუმცა მამამ ხელი ააფარა ბავშვს და ყვირილი დაიწყო. ამის შემდეგ ქალი გაიქცა, მამა დაედევნა, თუმცა უკან, დაჭრილი ბავშვისკენ მიბრუნდა და იქვე მდებარე აფთიაქში შეიყვანა. დაშავებული ბავშვი ახლა ჟვანიას კლინიკაშია. -ბავშვს ნაკვეთი ჭრილობა ჰქონდა ცხვირის ფუძეზე და მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში. ზოგადი მდგომარეობა […]
კადრები, სადაც დაჭრილი ბავშვის და მამამისის განწირული ხმა ისმის – ვიდეო
გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დაესხა პეკინის გამზირზე თავს მცირეწლოვან ბავშვს უცნობი ქალი და სახის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ვიდეო მაღაზია აიტექნიკის გარე სათავლთვალო კამერით არის გადაღებული. კადრში ჩანს, როგორ ჩაიარა ოჯახმა ქუჩაზე. დედას ხელი ტყუპისცალ ბიჭზე აქვს ჩაკიდებული ხელი, მამას – გოგონაზე. მოგვიანებით ისმის ბავშვის განწირული ტირილი და მამაკაცის ყვირილის ხმა. შეგახსენებთ, […]
ვატო წერეთელი: ,,ტვ ,,პირველს” ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა”
TV პირველის მფლობელის მამისთვის, ავთანდილ წერეთელისთვის ბრალის წაყენებაზე პროკურატურამ დადგენილება მიიღო. ავთანდილ წერეთლის ვაჟი, ტვ ,,პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი ფეისუქში წერს: ,,მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი სცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა – მოვლენების […]
ნოდარ მელაძე: ,,მოკლეს ,,რ2″, კლავენ ,,პირველს”, ხელისუფლების აგონია”
TV პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის მამისთვის, ავთანდილ წერეთელისთვის, ბრალის წაყენებაზე პროკურატურამ დადგენილება მიიღო. ამის შესახებ უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. პროკურორის თქმით, თიბისი ბანკის საქმეზე ბრალის წასაყენებლად ის დღეს, 22 აგვისტოს დაიბარეს. მოგვიანებით კი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებაზე მიმართავენ. -გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე ჩადენილი ჯგუფურად, რასაც […]
,,პოლიციამ სახლის კარი შეამტვრია და შევიდა” – ოჯახში ძალადობისთვის მამაკაცი დააკავეს
გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპჟია მობილიზებული. „დიანიუსის” ინფორმაციით, ცხინვალის გზატკეცილზე სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. სხვა დამატებითი დეტალები ამ წუთებში უცნობია. „პოლიციელები არიან მოსულები. ერთ-ერთი მეზობლის სახლის კარი შეამტვრიეს და ისე შევიდნენ სახლში, როგორც ვიცით ერთი ბიჭი დააკავეს. სხვა არაფერი ვიცით”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. ,დაკავებულია 35 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცია და მას სამართალდამცველები ოჯახში […]










