,,მზექალა შანიძეს დაუპირისპირდნენ! ვერ გაიტანა სიმართლე! იმის მაგივრად, რომ დაიცვან ენა, რას სჩადიან!” – ენაში ახალი ფორმების დადგენას ფილოლოგების აღშფოთება მოჰყვა

,,მზექალა შანიძეს დაუპირისპირდნენ! ვერ გაიტანა სიმართლე! იმის მაგივრად, რომ დაიცვან ენა, რას სჩადიან!" - ენაში ახალი ფორმების დადგენას ფილოლოგების აღშფოთება მოჰყვა

სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებითა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დადგენილებით, -ავ და -ამ თემისნიშნიან გარდამავალ ზმნებში I თურმეობითის ფორმათა წარმოებისას, – ია დაბოლოებიანი ფორმები, როგორებიცაა, მაგალითად, უნახია, დაუთესია, დაურეკია და ა.შ. დასაშვებ ნორმად იქნა მიღებული. ექსპერტთა კომისიამ დამირეკავს და დამირეკია, მითქვამს და მითქვია და ა.შ. პარალელურ ფორმებად დაადგინა.

კომისიის ამ გადაწყვიტელებას ფილოლოგების აღშფოთება მოჰყვა. ერთ-ერთი მათგანია ფილოლოგი მანანა ციცქიშვილი, რომელიც წერს:

,,ქართული ენა უნდა დავიცვათ! ,,დამირეკია”, ,,მითქვია”, ,,დამიხატია”… პარალელურ ფორმებად მკვიდრდება! ეს მიუღებელია! სპეციალური კომისია დაუპირისპირდა მზექალა შანიძეს! ქალმა ვერ გაიტანა სიმართლე! ფილოლოგები გაგიჟებულები ვართ! იმის მაგივრად, რომ დაიცვან ენა,

რას სჩადიან! მთელი ღამე თეთრად გავათენე! მამაჩემი, ბაბუაჩემი იქ გიჟდებიან ალბათ, სადაც არიან (მამა – გივი ციცქიშვილი, ცნობილი მთარგმნელი, ფილოლოგი, მწერალი; პაპა – გობრონ აგარელი (ციცქიშვილი) – პოეტი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი, 8 ენის მცოდნე. რედ.შენ.)! აკაკი შანიძე გაოცებულია! მზექალა უმცირესობაში?! ეს როგორ?! უნდა ვიბრძოლოთ!”.
განახლებული ნორმების ერთ-ერთი ინიციატორია გიორგი გოგოლაშვილი, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.