რატომ გაიზარდა სუროგატი დედების ანაზღაურება საქართველოში?

რატომ გაიზარდა სუროგატი დედების ანაზღაურება საქართველოში?უშვილობა, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, თანამედროვე სამყაროს დიდ პრობლემად იქცა. სწორედ ამიტომ, ბოლო თვეების მონაცემების მიხედვით, საქართველოში სუროგატი დედების ანაზღაურება წინა წლებთან შედარებით თითქმის ორმაგია. რამ გამოიწვია ეს ტენდენცია და ძირითადად, ვინ ხდებიან სუროგატი დედები და კვერცხუჯრედის დონორები – ამის შესახებ ხელოვნური განაყოფიერების კლინიკა ,,ნიუ ლაიფის” კოორდინატორი თამთა ქურდაძე გვესაუბრება.

კლინიკა ,,ნიუ ლაიფი”, ათ წელიწადზე მეტია, რაც ფუნქციონირებს. მსოფლიოს 9 ქვეყანაში აქვს ფილიალები და კლინიკები და ყველგან პაციენტების დიდი ნდობითა და მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. ეს არის საიმედო კლინიკა მათთვის, ვისაც დამოუკიდებლად არ შეუძლია გახდეს მშობელი და მათთვისაც, ვინც სუროგატი დედისა და კვერცხუჯრედის დონორის ფუნქციას ასრულებს. მათ ,,ნიუ ლაიფ ჯორჯია” განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

თამთა ქურდაძე: იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან უშვილობის პრობლემა ძალიან აქტუალურია, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სუროგატი დედისა და კვერცხუჯრედის დონორის მომსახურებას საჭიროებს. მოთხოვნის გაზრდას, შესაბამისად, სუროგატებისა და დონორების რიცხვის ზრდაც მოჰყვა. საბედნიეროდ, შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება უშვილობის პრობლემის მიმართ და მას, ვისაც რეპროდუქციული პრობლემები აქვს, აღარ უწევს შვილის აყვანის მსურველთა რიგში ყოფნა, რაც ხშირად წლები გრძელდება. დამოკიდებულების შეცვლის შედეგად კი, დღეს სუროგატი დედისა და დონორის მომსახურებით უფრო და უფრო მეტი ქალბატონი სარგებლობს და მათ უკვე მამაკაცებისგანაც აქვთ მხარდაჭერა, რაც ადრე არ იყო.

– რას უკავშირებთ სუროგატი დედობისა და დონორობის მსურველთა რიცხვის ასეთ ზრდას?

– პირველ რიგში იმას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, მიღებული ანაზღაურებით კი სუროგატი დედები ახერხებენ პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის საცხოვრებელი ბინების ყიდვასაც. გარდა ამისა ჩვენთან მოსულ სუროგატ დედებსა და კვერცხუჯრედის დონორებს არ უწევთ თვეობით ცდა და მოგვმართავენ თუ არა, მაშინვე ხდება მათი ჩართვა პროგრამაში. ასევე მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათ შევუქმნათ რაც შეიძლება კომფორტული პირობები და გამუდმებით გრძნობდნენ ჩვენი და უშვილო მშობლებისგან ემოციურ თუ ფინანსურ მხარდაჭერას.

რა არის სუროგატი დედების და კვერცხჯრედის დონორების ძირითადი მოტივაცია?

– უმეტეს შემთხვევაში, მათი ძირითადი მოტივაცია ფინანსური ანაზღაურებაა, თუმცა, თუ ადრე დაბალშემოსავლიანი ფენა აკეთებდა ამ არჩევანს, ახლა უკვე საშუალო ანაზღაურების მქონე დასაქმებული ქალბატონები და გოგონებიც მზად არიან შეასრულონ სუროგატისა და დონორის ფუნქცია. შესაბამისად, ჩვენ მოგვმართავენ სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები: დიასახლისები, პედაგოგები, მარტოხელა დედები და ასე შემდეგ.

იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ადამიანებს უამრავი პრობლემა აქვთ გადასაწყვეტი – ზოგს არ ჰყავს მეუღლე და უჭირს შვილების, ოჯახის დამოუკიდებლად შენახვა, ზოგს ბინის პრობლემა აქვს მოსაგვარებელი და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით მათ საკუთარ ოჯახზე ზრუნვა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაც შეუძლიათ. ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ კეთილშობილური მისიაა, მიანიჭო სხვა ადამიანს შვილის ყოლის ბედნიერება.

– რამდენადაც ცნობილია სუროგატი დედების ანაზღაურება გაიზარდა და წინა წლებთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა.

– ზოგადად, წინა წლებთან შედარებით ყველა კლინიკაში გაიზარდა ანაზღაურება, თუმცა, ჩვენ სხვა კლინიკებისგან განსხვავებით, ამ ქალბატონებს არსებულზე 2 000 დოლარით მეტს ვუხდით, ანუ, ჯამში, ისინი იღებენ 25 000 დოლარს, ასევე, დამატებით 300 დოლარს ემბრიონის გადატანაზე. ანაზღაურებას ემატება ისიც, რომ ორსულობის პერიოდში სუროგატ დედებს სრული მხარდაჭერა აქვთ და ჩვენი კოორდინატორები მუდამ მზად არიან მათ საჭიროებებზე საპასუხოდ; მათზე ზრუნავს კვალიფიციური ექიმი, ფსიქოლოგი და დახმარებას ვუწევთ მშობიარობის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდშიც.

– ვის შეუძლია გახდეს სუროგატი დედა და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის?

– ქალბატონი, რომელსაც სურს, გახდეს სუროგატი დედა, უნდა იყოს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ჯანმრთელი. დასაშვები ასაკი 20 წლიდან იწყება და არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს (კვერცხუჯრედის დონორების შემთხვევაში ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს). სუროგატებს უტარდებათ ყველა სახის სამედიცინო გამოკვლევა, რაც აუცილებელია ორსულობის კარგად წარმართვისთვის პირველადი ინფექციებით დაწყებული სხვა მნიშვნელოვანი კვლევებით დამთავრებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია ჩვენს კლინიკაშია დაცული და ასევე, მიეწოდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც მათი მომსახურებით სარგებლობას გეგმავს.

– რამდენია ანაზღაურება კვერცხუჯრედის დონორების შემთხვევაში და რას მოიცავს კვერცხუჯრედის დონაციის პროცედურა?

– კვერცხუჯრედის დონაცია მარტივი, 15-წუთიანი პროცედურაა. დონორს კლინიკაში მისვლა სულ ოთხჯერ უწევს. დონორის ანაზღაურება 6000 ლარამდეა.

– რაც შეეხება კონფიდენციალურობას, რომელიც ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია?

– ჩვენ, რა თქმა უნდა, ვზრუნავთ ჩვენს პაციენტებზე და მათ კონფიდენციალურობის დაცვის სრულ გარანტიას ვაძლევთ. თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, კონკრეტული საკითხების განხილვა ჩვენი კლინიკის მხრიდან მთელი პროცესის განმავლობაში განსაკუთრებული კონტროლის დაცვით ხდება.

– სად შეიძლება მოგმართონ დონორობისა და სუროგატობის მსურველებმა?

– ,,ნიუ ლაიფ ჯორჯიას” კვალიფიციური და გამოცდილი კადრები თქვენს სამსახურში იქნებიან 24 საათის განმავლობაში.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:

თამთა ქურდაძე, 599 033 152.

ჩვენი კლინიკების ვებ გვერდია:

https://www.newlifegeorgia.com

https://www.betaplusfertility.com