,,სოსო გოგაშვილი ჩემი მეზობელი იყო… აქამდე იმიტომ ვერ გავიხსენე, ტვინმა ვერაფრით დააკავშირა ის ძალიან ღარიბი ოჯახი მილიონერ ოჯახთან” – ოთარ ჯირკვალიშვილი

,,სოსო გოგაშვილი ჩემი მეზობელი იყო... აქამდე იმიტომ ვერ გავიხსენე, ტვინმა ვერაფრით დააკავშირა ის ძალიან ღარიბი ოჯახი მილიონერ ოჯახთან" - ოთარ ჯირკვალიშვილიმწერალი ოთარ ჯირკვალიშვილი სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილზე საინტერესო ამბავს იხსენებს.

,,ახლა შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მეც მიკვირს და ამიტომ არ გამიკვირდება, თუ გაგიკვირდებათ. ამ სამი დღის წინ მივხვდი, რომ დაახლოებით 20-22 წლის წინ სოსო გოგაშვილი ჩემი მეზობელი იყო ვარკეთილის მესამე მასივში.

ახლა მკითხავთ, აქამდე რატომ არ გაგახსენდა, სულ ტელევიზორში არ არის გამოკერებულიო? იმიტომ ვერ გავიხსენე, რომ ტვინმა ვერაფრით დააკავშირა ის ძალიან ღარიბი ოჯახი ჩემს სადარბაზოში, პირველ სართულზე, ერთოთახიან ,,ხრუშოვკაში” ქირით რომ ცხოვრობდნენ ამ მილიონერ ოჯახთან. მისი მეუღლის ნახვის შემდეგ საბოლოოდ მივხვდი, რომ კი, ეგენი არიან. ხშირად იყვნენ ხოლმე ჩვენთან სტუმრად, განსაკუთრებით თეა. სოსოსთან ძირითადად რელიგიის საკითხზე ვკამათობდი…

არ ვამადლი, მაგრამ ერთხელ მაგათმა ბიჭმა (მაშინ პატარა იყო) ხელი გადაიჭრა ძალიან ცუდად და საავადმყოფოში გავაქანე…”, – წერს მწერალი სოციალურ ქსელში.