ცივილიზაციის დაავადება!

ცივილიზაციის დაავადება!

ვენების ქრონიკული დაავადება, მათ შორის ვენების ქრონიკული უკმარისობა, თანამედროვე საზოგადოების საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, ამიტომაც უწოდებენ მას ცივილიზაციის დაავადებას. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება თბილი სეზონის დაწყებისთანავე. ცხელი ამინდი უარყოფით გავლენას ახდენს ვენების მდგომარეობაზე და ამწვავებს ქრონიკულ დაავადებებს. ვენების დაავადება არა მარტო ესთეტიური ნაკლია, არამედ აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს.

ყველაფერი იქნებოდა კარგად, რომ ჩვენი სისხლძარღვები ყოველთვის ახალგაზრდა, ჯანმრთელი და ელასტიური ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ამასთანავე ბევრ ჩვენგანს ახასიათებს ნაკლებად მოძრავი ცხოვრების სტილი, ჭარბი წონა თუ სხვადასხვა მავნე ჩვევები. ყველაფერი ეს დამატებით ტვირთავს ჩვენს სისხლძარღვოვან სისტემას. ასევე მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორები, ჰორმონალური ფონი, თუ გადატანილი ტრავმები და დაავადებები.

განსაკუთრებულად დიდი დატვირთვა მოდის ქვედა კიდურების ვენურ სისტემაზე, რომელის დანიშნულებაა სისხლის განდევნა ქვევიდან ზევით. თუ ვენები ვერ შეასრულებენ დაკისრებულ ფუნქციას, სისხლი გუბდება ქვედა კიდურების ვენებში, ხდება დაბალმოლეკულური ცილების, ელექტროლიტების, წყლის გაჟონვა კაპილარებიდან უჯრედშორის სივრცეში და ვლინდება საკმაოდ არასასიამოვნო, შემაწუხებელი სიმპტომები: სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში, ტკივილი, შეშუპება, სპაზმი და სხვ.

ვენური უკმარისობისას (განსაკუთრებით საწყის ეტაპზე) პაციენტების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებს. სწორედ ასეთი პრეპარატია ესკუზანის წვეთები – სპირტის ფუძეზე დამზადებული ცხენისწაბლას თესლის ექსტრაქტი.

მისთვის დამახასიათებელია სამმაგი მოქმედება: შეშუპების საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო და ვენების მატონიზირებელი, რაც თავის მხრივ ხელს უშლის თრომბოზების განვითარებას.

ესკუზანი მიიღება 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ, 12-15 წვეთი, გახსნილი მცირეოდენ წყალში. პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.

უპირატესობები: ბუნებრივი წარმოშობის აქტიური ნივთიერება, გამოშვების ფორმა – წვეთები, ეკონომიური ხარჯვა, მოსახერხებელია სატარებლად, იწარმოება გერმანიაში, შეესაბამება GMP-ის ევროპულ სტანდარტს, ხელმისაწვდომი ფასი. იკითხეთ აფთიაქებში.