დემნა გვასალია: ,,შვილი რომ მყავდეს, არ ვურჩევდი, ამ გზას გაჰყოლოდა”

დემნა გვასალია: ,,შვილი რომ მყავდეს, არ ვურჩევდი, ამ გზას გაჰყოლოდა''დემნა გვასალია: ,,მე საქართველოში გავიზარდე და იქ ვცხოვრობდი 20 წლამდე. ასე რომ, საქართველო ჩემი ჩამოყალიბების დიდი ნაწილი იყო და ამან დიდი გავლენა იქონია ჩემზე, როგორც დიზაინერზეც. შესაბამისად, ცხადია, ყველა კოლექციაში ცოტათი საქართველოცაა.
ესაა, რაც ვარ, რაც ვისწავლე, რაც მომწონდა… როდესაც ვიზრდებოდი, ვუყურებდი, რა ეცვათ ქალებს ჩემ გარშემო… ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და ამიტომაც შემდეგ ეს ჩანს ყველაფერში, რასაც ვაკეთებ…

90-იანებში გავიზარდე. საქართველოს 90-იანებში… ომის შემდგომ საქართველოში. შემდეგ ეს ყველაფერი პოდიუმზე აისახა – მთელი ეს ნიღბები, რომლებიც იდენტობის გაქრობას წარმოადგენს, როდესაც არ იცი, ვინ არის სინამდვილეში ეს პიროვნება…

12-ის ვიყავი, როდესაც ყველაფერი წაგვერთვა და ცხოვრება ნულიდან უნდა დაგვეწყო. ჩემი აზრით, ეს სხვანაირ ადამიანად გაქცევს – როდესაც მსგავსი ომი გაქვს გამოვლილი, ცხოვრებაშიც უფრო სწრაფად მოძრაობ, რისკებზეც უფრო ადვილად მიდიხარ და გადაწყვეტილებებსაც უფრო მარტივად იღებ.

მე მგონი, ამან ჩემს ძმაზეც მოახდინა გავლენა და ამიტომაცაა, რომ ერთად ვმუშაობთ.  ეს ძალიან მძიმე ინდუსტრიაა. გულწრფელად რომ გითხრათ, შვილი რომ მყავდეს, არ ვურჩევდი, ამ გზას გაჰყოლოდა. მძიმეა, უსამართლოა და შენი საქმე მართლა ძალიან უნდა გიყვარდეს…  „ზურგი“ არასოდეს მყოლია – ამას ორასპროცენტიანი დარწმუნებით გეუბნებით”.

რადიო თავისუფლება