რიონის ხეობის მცველებს გაემიჯნა ორგანიზაცია, რომელიც მათ სამართლებრივ ბრძოლაში ეხმარებოდა

რიონის ხეობის მცველებს გაემიჯნა ორგანიზაცია, რომელიც მათ სამართლებრივ ბრძოლაში ეხმარებოდა„რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ, მათთან ჩვენი ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა“, – მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ გაემიჯნა ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი”. ორგანიზაცია „რიონის ხეობის მცველებს“ აქტიურ მხარდაჭერას უწევდა პოლიტიკურ და სამართლებრივ ბრძოლაში.
„რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ და ლიდერების მხრიდან საკუთარი მოძრაობის ფილოსოფიური და ეთიკური საფუძვლებისა და ღირებულებების წინააღმდეგ წასვლამ, მათთან ჩვენი ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა.
რიონის ხეობის მცველების გუშინდელი გადაწყვეტილება, შეერთებოდნენ დეკლარილებულად ძალადობრივ აქციას, აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ორგანიზაციისთვის, რომელიც ბოლო დრომდე თავს ამ მოძრაობის ერთგულ მხარდამჭერად მიიჩნევდა და ყველა რესურსი გამოიყენა მისი პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერისთვის”, – წერია ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებაში.

გუშინ გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ განაცხადა, რომ ის წყვეტს თანამშრომლობას მოძრაობასთან „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“.

მთის ამბები