ალა: ,,მთელმა მსოფლიომ შენს ფეხებთან ვარდები უნდა დაყაროს”
ორი ლეგენდის მეგობრობის ამბავი

ალა: ,,მთელმა მსოფლიომ შენს ფეხებთან ვარდები უნდა დაყაროს"ქართული ესტრადის ვარსკვლავს, ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილე რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავმა, ალა პუგაჩოვამ მიულოცა.

ალა წერს: ,,მთელმა მსოფლიომ შენს ფეხებთან ვარდები უნდა დაყაროს. ყველა ყვავილი შენ გეკუთვნის იმიტომ, რომ შენ შექმენი ისტორია და ჩვენ გვასწავლე სიმღერა”.

ამ ორ ლეგენდას, ნანი ბრეგვაძეს და ალა პუგაჩოვას ერთმანეთთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ.

-ალას ძალიან დიდ პატივს ვცემ, პატივსაც მცემს. უნიჭიერესი ადამიანია. გარდა იმისა, რომ ის მუსიკალურად არის ძალიან ძლიერი, ის ისედაც ძლიერი ადამიანია, ძალიან ჭკვიანია. პუგაჩოვა ჯერჯერობით ჩვენს დროში არ განმეორებულა, მშვენიერხმებიანი ხალხი მოდის, მაგრამ ის არ აქვთ, რაც მას აქვს.

მაპატიეთ, ამას რომ გეუბნებით: პირველად როცა გავიცანი (ის პატარაა ჩემზე ბევრად, 10 წლით უმცროსია), მე მეუბნებოდა, ვეძებდი, რა სტილით მემღერა, ჯერ თქვენი ,,კალიტკა” ავიღე და ასე ვმღეროდი, მერე რაღაც სხვაო. მე ვუთხარი, რად გინდოდათ ამდენი სიმღერა, რასაც მღერით, ის თქვენია და ის არის კარგი-მეთქი. ასეა ეს, არავინ უნდა აიყვანო მაგალითად, – განაცხადა ნანი ბრეგვაძემ ერთ-ერთ გადაცემაში რამდენიმე წლის წინ.

ფოტო გადაღებულია 2017 წელს იურმალაში