ვარლამ გოლეთიანი: ,,რა ჯონ სნოუ, რა კარიბჭე! სერიალი არც მინახავს”

ვარლამ გოლეთიანი: ,,რა ჯონ სნოუ, რა კარიბჭე! სერიალი არც მინახავს'',,სარკე”, რუსუდან ადვაძე

რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი 28 წლისაა. პროფესიით თეოლოგია _ სასულიერო აკადემია აქვს დამთავრებული. დედა აღმოსავცლეთმცოდნეა, მამა კი მღვდელი ჰყავს.

ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბიჭი, რომელსაც სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟს, ჯონ სნოუს _ ჩრდილოეთის კარიბჭის მცველს ადარებენ, თავად გვიამბო.

ვარლამ გოლეთიანი:

_ ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. წარმოშობით კი ლეჩხუმიდან ვართ, დედაც და მამაც ლეჩხუმელები არიან. ბებია და ბაბუაც ქუთაისში ცხოვრობდნენ, იქ გაყიდეს სახლი, მაგრამ მერე დავბრუნდით. მამაჩემი სასულიერო პირია.როდესაც იმ მხარეში დაიწყო მოღვაწეობა, თავიდან დავუკავშირდით იქაურობას.

მამა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაშია. 28 სოფლის მღვდელია. აქ ცოტანი არიან მოძღვრები, თითო სასულიერო პირზე ბევრი სოფელი მოდის.

ტრადიციული ოჯახი გვაქვს. და და ძმა მყავს. მეც სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი და თეოლოგიური განათლება მივიღე. გალობის ისტორიას ვასწავლი ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სასწავლებელში. ფოლკლორულ ანსამბლ „სახიობას“ წევრი ვარ და სიმღერითაც ვიყავი დაკავებული. ლეჩხუმს საფრთხე რომ შეექმნა, რადგან ფაქტობრივად 80% წყლით იფარება ჰესის აშენების შემთხვევაში, მეც ჩავერთე აბრძოლაში…

დედაჩემი აღმოსავლეთმცოდნეა. რაღაც პერიოდი უნივერსიტეტში მუშაობდა. ახლა ისიც ჩათულია ამ პროცესებში,ერთად ვართ მთელი ოჯახი.

__ მამაც ჩართულია ამ საპროტესტო აქციაში?

_  რადგან სასულიერო პირია, აქტიურად ვერ ჩაებმება. იზიარებს ჩვენს მიდგომას. 3 წელია ამ ბრძოლაში ვართ ოჯახი. ჩემი და ექიმია, მუშაობს და იმდენად ვერ იცლის. მე, დედაჩემი და ჩემი ძმა ფაქტობრივად სულ აქ ვართ…  ახლა მხოლოდ ნამახვანჰესია ჩემი ყოველდღიურობა.

_ ჯონ სნოუს გადარებენ...(გააგრძელე კითხვა, გადადი ბმულზე)