როგორ დავიცვათ თავი სტრესის მავნე ზეგავლენისგან?

როგორ დავიცვათ თავი სტრესის მავნე ზეგავლენისგან?ეს კითხვა COVID-19-ის პანდემიის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მოსახლეობას აწუხებს იმის მიუხედავად, გრძნობს თუ არა ადამიანი, რომ შეიძლება თვითონ ჰქონდეს კორონავირუსით დასნებოვნების რისკი.

ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით გვესაუბრება კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (აკად. ფ.თოდუას კლინიკა) ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, ბატონი სოსო ბურდულაძე.

– კორონავირუსით დაავადებული პაციენტების ემოციური ფონი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება საგრძნობი ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს დაავადების მიმდინარეობაზე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი და ძლიერია არაინფიცირებული ადამიანების სტრესი, რომლებიც ებრძვიან იზოლაციას, ფინანსურ პრობლემებს, მუშაობენ წინა ხაზზე ან უბრალოდ, მომავლის ეშინიათ. “ხომ არ დავკარგავ სამსახურს?”, “შევძლებ კი, ხვალ მივუტანო ჩემს შვილებს საჭმელი?” – ეს კითხვები დღეს უამრავ ადამიანს არ აძლევს მშვიდად ძილის საშუალებას.

სწრაფი, არაკონტროლირებადი ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში საკუთარ შესაძლებლობებში რწმენას გვიკარგავს და იწვევს ქრონიკულ სტრესს, რომელსაც ძალიან ბევრი არასასურველი შედეგის მოტანა შეუძლია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ არ უნდა გამოგვეპაროს აღნიშნული სიტუაცია და დროულად მივმართოთ საჭირო ღონისძიებებს.

ჩვენდა სასიხარულოდ, არსებობს რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ თავი და გავაძლიეროთ ორგანიზმის მედეგობა სტრესის დამანგრეველი მოქმედების მიმართ. ზოგიერთი მათგანი ეხება არამედიკამენტოზურ გადაწყვეტილებებს, ზოგიერთი კი ითვალისწინებს მედიკამენტების ჩართვასაც. მე შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს:

1. დილის შხაპი: მოუსპეთ სტრესს არსებობის საშუალება უკვე დილიდანვე! მიიღეთ დილის შხაპი, გათავისუფლდით ნეგატიური ფიქრებისგან, კონცენტრირდით მხოლოდ წყლის ნაზ შხეფებზე და შამპუნის სასიამოვნო სურნელზე. რამდენიმე წუთში უკვე იგრძნობთ ძალისა და ენერგიის მოზღვავებას.

2. გემრიელი საჭმელი: სმარტფონი, კომპიუტერი, ტელევიზორი საუზმის დროს მაინც დაივიწყეთ და დატკბით გემრიელი კერძებით. შეარჩიეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს “ბედნიერების ჰორმონების” გამომუშავებას, მაგ.: ბანანი, ყველი, ავოკადო, შავი შოკოლადი.

3. სუნთქვითი ვარჯიშები სტრესის მოხსნის ეფექტური საშუალებაა. დახუჭეთ თვალები და აქტიურად ისუნთქეთ: შეასრულეთ 10 ღრმა ჩასუნთქვა და ხმაურიანი ამოსუნთქვა. ამ დროს ორგანიზმის შინაგანი ბალანსი აღდგება, ნერვული დაძაბულობა გადის, თავის ტკივილი სუსტდება, სულიერი მდგომარეობა კი უმჯობესდება.

4. საკუთარ თავთან საუბარი ძალიან სასარგებლოა, რადგან გვეხმარება, მოვიკრიბოთ ყურადღება, მოვაწესრიგოთ ჩვენი ქმედებები და მოვახდინოთ მათი კოორდინირება. ადამიანს, რომელიც ესაუბრება საკუთარ თავს, თვითგამოხატვა უკეთესი აქვს და ნაკლებად მარტოსულად გრძნობს თავს. არ გსურთ საუბარი? დღიური აწარმოეთ!

5. ჩაის დალევა: ფინჯანი არომატული შავი ჩაი თაფლითა და ლიმონით დაგვეხმარება დამშვიდებაში და მოგვიხსნის დაძაბულობას, მაგრამ არ მიირთვათ ის საქმეებს შორის, ელ.ფოსტის შემოწმებისას ან რომელიმე ტექსტის კითხვისას. რამდენიმე წუთით გადადეთ ყველა საქმე და დატბით ჩაის არომატით. მანამდე კი ის მთელი წესების დაცვით დააყენეთ.

6. სხეულის სკანირება: დაწექით ზურგზე, დახუჭეთ თვალები… ყური დაუგდეთ საკუთარ შეგრძნებებს. თავიდან ყურადღება მიმართეთ ფეხის თითებისკენ, შემდეგ ნელ-ნელა გადაანაცვლეთ წვივებისა და მუხლებისკენ. შეისწავლეთ ზურგი, მუცელი, ხელის თითები, იდაყვები, მხრები, კისერი. ნელა გადააბრუნეთ თავი მარჯვნივ და მარცხნივ, შეიგრძენით მისი წონა. ამის შემდეგ შეისწავლეთ თქვენი სახე – წარბები, ქუთუთოები, ცხვირი, პირი, ენა.

7. ფეხშიშველი სიარული სტრესთან ბრძოლის მშვენიერი საშუალებაა, განსაკუთრებით დილით. შეიძლება ვიაროთ ბალახზე, ქვიშაზე ან უბრალოდ, ოთახში. ფეხისგულებზე ბევრი ნერვული დაბოლოება და რეფლექტორული ზონაა. მათი მასაჟი აძლიერებს ორგანიზმის დაცვის უნარს.

8. ფეხით სამსახურიდან: სახლისკენ მომავლებმა გზის ნაწილი მაინც გაიარეთ ფეხით. უმჯობესია დროდადრო მარშრუტის შეცვლა. სამსახურიდან გამოსვლისთანავე შეეცადეთ, ფიქრები მიმართოთ საქმეებისგან სრულიად განსხვავებული და სასიამოვნო მიმართულებით. მაგ.: დეტალურად გაარჩიეთ მომავალი შვებულებისთვის საჭირო გარდერობი.

9. თუ ზემოჩამოთვლილი ღონისძიებები არ გშველით, მიზანშეწონილია უსაფრთხო დამამშვიდებელი საშუალებების გამოყენება, როგორიცაა, მაგ.: უნგრული პრეპარატი გრანდაქსინი. ის უკვე პირველი ტაბლეტის მიღებისთანავე ხსნის შიშსა და დაძაბულობას, არეგულირებს ადამიანის ფსიქიკას და ეხმარება მას სიტუაციის სწორად აღქმაში. მკურნალობის ფონზე მატულობს შრომისუნარიანობა, უმჯობესდება გუნება-განწყობა, წესრიგდება ძილი. მისი მიღება გულის ან კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს მნიშვნელოვნად ზრდის ამ დაავადებათა მკურნალობის ეფექტურობას. ამასთანავე, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გრანდაქსინი არ იწვევს ძილიანობას, არ არღვევს ყურადღების კონცენტრაციას, ამიტომ თავისუფლად შეიძლება მიიღონ აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებმა. იგი ინიშნება 14 წლის ასაკიდან 1 აბი 2-3-ჯერ დღეში, დილით და შუადღეს. გრანდაქსინი სრულიად უსაფრთხო პრეპარატია. მისი მიღების ფონზე არ ვითარდება მიჩვევა და წამლისმიერი დამოკიდებულება, ხოლო ალკოჰოლი არ ცვლის მის მოქმედებას. გრანდაქსინი საიმედო დახმარებას გაგიწევთ მოსალოდნელი სტრესისგან თავის დასაცავად გამოცდების, მოხსენებით გამოსვლისა და სხვა ამაფორიაქებელი სიტუაციების წინ. ამ პრეპარატს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ღირსება აქვს – საკმაოდ ხელმისაწვდომია.

10. და ბოლო რჩევა: აღმოაჩინეთ, რომ, მიუხედავად პანდემიისა, ცხოვრება გრძელდება. მას აქვს აზრი და მიზანი. სიცოცხლით ტკბობის ერთადერთი შესაძლებლობა კი დროის რაციონალური გადანაწილებაა ისე, რომ მისი ძირითადი ნაწილი მხოლოდ არსებობისთვის არ იხარჯებოდეს, არამედ გვქონდეს დრო დასვენებისთვის, მეგობრებისთვის, ბუნების სილამაზით, შვილებთან ურთიერთობითა და ხელოვნებით ტკბობისთვის. დიახ, იმისთვის, რომ ნამდვილად ვიცხოვროთ, დროის ხარჯვაა საჭირო და სწორედ ამისთვის არ უნდა დავინანოთ ის.