იმუნიტეტის გაძლიერება კორონავირუსისგან დაცვის ერთ-ერთი მთავარი გზაა

ომესამი D3 _ ომეგა 3-ისა და ვიტამინი D3-ის უნიკალური კომბინაცია

პანდემიის ფონზე ვფიქრობთ, როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები კორონავირუსისგან. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე არ არსებობს აღნიშნული ვირუსის სპეციფიკური სამკურნალო მედიკამენტი. სწორედ ამიტომ იმუნიტეტის გაძლიერება მეტად პრიორიტეტული გახდა. ექსპერტები იმუნური სისტემის გაძლიერებას რამდენიმე გზით გვირჩევენ, როგორიცაა ჯანსაღი საკვები პროდუქტების მიღება, სტრესის შემცირება, ვარჯიში და საკმარისი ძილი. ასევე რეკომენდებულია სწორად შერჩეული საკვები დანამატების მიღება, რათა ჩვენი ორგანიზმი სიცოცხლისთვის აუცილებელი ვიტამინებით და მინერალებით გავამდიდროთ.

ვიტამინები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანული ნაერთების ჯგუფია, რომელიც ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ბიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თითოეულ ვიტამინს თავისი დანიშნულება და ფუნქცია გააჩნია.

ექიმი-ენდოკრინოლოგი, საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, კლინიკა „ჰელსიკორის“ ენდოკრინული განყოფილების ხელმძღვანელი, ნათია ვაშაყმაძე გვესაუბრება ვიტამინებზე, რომლებიც იმუნიტეტის გასაძლიერებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი თქმით, იმუნიტეტის გაძლიერებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ომეგა 3 და ვიტამინი D3  თამაშობს.

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები (EPA, DHA) “სასიცოცხლო” მნიშვნელობის ცხიმოვანი მჟავებია, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისთანავე ხვდება უჯრედებში და გავლენას ახდენს მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები ანეიტრალებენ საკვებთან ერთად მიღებულ მავნე ცხიმებს, რომელიც ორგანიზმის უჯრედების სტრუქტურულ შემადგენლობაზე ახდენს ნეგატიურ გავლენას. ომეგა 3 ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ქოლესტეროლის დაგროვებასთან; აღადგენს სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას, ზრდის ორგანიზმის მედეგობას ინფექციების და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ; დამხმარე თერაპიის სახით ეფექტურია ჰიპერლიპიდემიის, თრომბოზების, კანის დაავადებების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს. შესაძლოა ჰქონდეს იმუნური სტატუსის გამაუმჯობესებელი და ანტიკანცეროგენული ეფექტი. ომეგა 3-ის მნიშვნელობა ტვინისთვის განსაკუთრებით დიდია. აღსანიშნავია, რომ ის ორსულობის დროს ნაყოფის ტვინს სწორად ფორმირებაში ეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებლად გამომუშავება. მისი მიღების ბუნებრივ წყაროს  წითელი თევზი და ზღვის პროდუქტები წარმოადგენს.  ზოგიერთ შემთხვევაში კი, ორგანიზმისთვის ომეგა 3-ის საკმარისი რაოდენობით მიწოდება მხოლოდ საკვებით ვერ ხერხდება, ამიტომ რეკომენდებულია მისი საკვები დანამატების სახით მიღება.

რაც შეეხება D3 ვიტამინს, ე.წ. მზის ვიტამინს: “პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ D ვიტამინი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ვიტამინი _ იგი მიეკუთვნება სტეროიდული ჰორმონების ოჯახს და სრულიად სამართლიანადაც. D ვიტამინი, სხვა ვიტამინებისგან განსხვავებით, წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში და მოქმედებს ჩვენს დნმ-ზე, მონაწილეობს 500-ზე მეტი გენის რეგულაციაში. თანამედროვე ლიტერატურაში მას D ჰორმონის სახელწოდებითაც შევხვდებით. წინა საუკუნეში D ვიტამინი განიხილებოდა როგორც ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ძვლების, კბილებისა და ჩონჩხისთვის _ საუბარია მის კლასიკურ როლზე, 21-ე საუკუნეში კი ბევრად მეტი შევიტყვეთ მის შესახებ და მე ვიტყოდი, მხოლოდ ახლა ვიწყებთ იმის გააზრებას, თუ რა როლი აქვს D ვიტამინს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. D ვიტამინის არაკლასიკური როლი ბევრად ფართოა. პრაქტიკულად ყველა უჯრედს აქვს D ვიტამინის რეცეპტორი და შესაბამისად, ის არეგულირებს ორგანიზმის გამართულ მუშაობას, გავლენას ახდენს თავის ტვინის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, არტერიულ წნევაზე, ინსულინის გამოყოფაზე, ინსულინის მიმართ პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობაზე, განსაკუთრებით დიდი გავლენა კი D ვიტამინს აქვს იმუნურ სისტემაზე. იმუნური სისტემის უჯრედები არა მხოლოდ აქტიურდებიან D ვიტამინის გავლენით, არამედ მათ თვითონ აქვთ D ვიტამინის წარმომქმნელი აპარატი. დიახ, D ვიტამინი წარმოიქმნება იმუნური სისტემის უჯრედების მიერ და ახდენს იმუნური სისტემის მოდულაციას ისე, რომ იმუნური სისტემა ძლიერია შემოჭრილი პათოგენების (მაგ. ვირუსების, ბაქტერიების) და შემწყნარებელია საკუთარი უჯრედების მიმართ. შესაბამისად, მას აქვს ორგანიზმის დამცველობითი ეფექტი. D ვიტამინის გავლენით ჩვენს ორგანიზმში გამომუშავდება ბუნებრივი ანტიბიოტიკები _ კათელიციდინები და დეფენსინები, რომლებიც ანეიტრალებს შემოჭრილ პათოგენებს და იცავს ორგანიზმს ინფექციური აგენტებისაგან. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, კოვიდ-პანდემიის პერიოდში“, _ განმარტავს ექიმი-ენდოკრინოლოგი, ნათია ვაშაყმაძე.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ომეგა 3-ის და D ვიტამინის ბუნებრივი სახით მიღება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, საკმაოდ რთულია. საკვები დანამატი ომესამი D3“ ომეგა 3-ისა და ვიტამინი D3-ის ძალიან გამოსადეგი კომბინაცია, გვეხმარება როგორც ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავებით შევსებაში, ასევე D ვიტამინის დეფიციტის პრევენციასა და მკურნალობაში. „ომესამი D3“ აძლიერებს იმუნიტეტს და ზრდის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას მწვავე ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ, ამავდროულად, მძიმე დაავადებების გადატანის შემდეგ, გვეხმარება ანთების ალაგებაში, ენერგიის აღდგენაში და გუნება-განწყობის გაუმჯობესებაში, ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცეს, დადებითად მოქმედებს მეხსიერებისა და მხედველობის ხარისხზე.

„ომეგა 3 და ვიტამინი D3 ძალიან კარგად ცნობილი და გამოცდილი კომბინაციაა. ამ ორ ნივთიერებას აქვს ერთგვარი სინერგისტული მოქმედება, რამდენადაც, ერთი მხრივ, D ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას, გავლენას ახდენს ინფექციების მიმართ მოწყვლადობის შემცირებაზე და, მეორე მხრივ, ომეგა 3-ის ცხიმებს აქვს ანთების საწინააღმდეგო, დამცველობითი ეფექტები. ამდენად, კომბინაციაში ეს არის ძალიან კარგი საშუალება ისეთი ინდივიდებისთვის, რომლებიც ვერ იღებენ საკმარისი რაოდენობით ომეგა 3-ის შემცველ საკვებს _ თევზს და განიცდიან მზის სხივების დეფიციტს. საქართველოში არსებული მსგავსი კომბინაციებიდან ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს „ომესამი D3“, გერმანული საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის _ „ველტფარმას“ პროდუქტი. აღნიშნული კომპანია სპეციალიზებულია საკვები დანამატების წარმოებაში და წარმატებით ახორციელებს პრეპარატების ექსპორტს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. საკვები დანამატის მიღება 6 წლიდან ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა რეკომენდებული შემდეგი დოზით: 1-2 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ; მიღების ხანგრძლივობა არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორებაც“, _ გვირჩევს ექიმი-ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე.

იმუნიტეტის გაძლიერება კორონავირუსისგან დაცვის ერთ-ერთი მთავარი გზაა