პირის ღრუს მიკროფლორის აღდგენა ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ

ისმი-კიდი – პირველი პრობიოტიკი საქართველოში და იმუნომასტიმულირებელი საკვები დანამატი

ინფექციებს შორის ყველაზე გავრცელებულია ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები, რაც განპირობებულია ადამიანის ორგანიზმის მიერ ვირუსის მაღალი მიმღებლობით. ამიტომაც ამ სახის ინფექციები ძირითადად ვირუსებითაა გამოწვეული, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 300-ზე მეტია (გრიპი, პარაგრიპი, რინო, ადენოვირუსები, რესპირაციულ-სინციტიური და სხვა). აღნიშნული ტიპის ინფექციებისთვის დამახასიათებელია ფართო გავრცელება, მათ შორის ჰაერ-წვეთოვანი გზით და ხასიათდება ისეთი კლინიკური ნიშნებით, როგორებიცაა ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, სუნთქვის გაძნელება, სხეულის მაღალი ტემპერატურა.

გვიანი შემოდგომა და ზამთრის დასაწყისი არის სეზონური ვირუსული ინფექციების აფეთქების პერიოდი. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ბავშვების ხშირი ავადობა გამოწვეულია მათი იმუნური სისტემის არამდგრადობით. უფრო ხშირად ავადმყოფობენ ის ბავშვები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ თანატოლებთან ერთად, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში. ამ დროს ბავშვი ხვდება გარემოში, სადაც მრავალი ვირუსი ბინადრობს.

ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული ინფექცია სასუნთქი გზების ლორწოვანის ანთებას იწვევს, რაც გარკვეულწილად გავლენას ახდენს იმუნიტეტზე და შესანიშნავ გარემოს ქმნის ბაქტერიული ინფექციის განვითარებისთვის. პროცესი ვირუსული ინფექციით იწყება, რასაც მშობლები ხშირად გაციებას უწოდებენ, თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლოა ბრონქიტი ჩამოყალიბდეს, ხოლო მცირე ასაკის ბავშვებში კი – ბრონქიოლიტი. იგი საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და საჭიროებს ბავშვის სტაციონარში მოთავსებას. ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს პნევმონია, მოზრდილ ბავშვებში ხშირია სინუსიტი და ოტიტი.

სასუნთქი გზების ინფექციების სხვადასხვა გართულებების დროს ხშირია ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროება. ხშირად მშობლები თავად მიმართავენ მკურნალობის გზებს და დაავადების სწრაფად კუპირებისთვის, ექიმთან კონსულტაციის გარეშე, ანტიბიოტიკებს იყენებენ. თუმცა, ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმმა უნდა მიიღოს, რადგან ანტიბიოტიკოთერაპია არ გახლავთ სრულიად უსაფრთხო მკურნალობის მეთოდი.

მედიცინის დოქტორის, თსსუ მედიცინის ფაკულტეტის პედიატრიული დეპარტამენტის პროფესორ მაია ხერხეულიძის განმარტებით, სასუნთქი სისტემის დაავადებების უდიდესი წილი ვირუსული ინფექციით არის განპირობებული და, შესაბამისად, არ მოითხოვს ანტიბიოტიკოთერაპიას:

– მეტად მნიშვნელოვანია, ანტიბიოტიკოთერაპია გამოყენებულ იქნას მხოლოდ დადასტურებული ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში, რადგან უკანასკნელ პერიოდში ვლინდება მიკორორგანიზმების ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის/რეზისტენტობის განვითარების მზარდი ტენდენცია. ანტიბიოტიკების არარაციონალური და არაადეკვატური გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია სულ მალე მიკროორგანზიმი გახდეს მდგრადი ყველა ჩვენს ხელთ არსებული ანტიბიოტიკის მიმართ. ამავე დროს, ანტიბიოტიკების გამოყენებას თავის გვერდითი ეფექტებიც აქვს. იგი ზემოქმედებს არა მხოლოდ დაავადების გამომწვევ ბაქტერიებზე, არამედ ე.წ. “მეგობარ” ბაქტერიებზე ანუ ჩვენს მიკროფლორაზე და ხშირ შემთხვევაში იწვევს მის განადგურებასაც. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზმში ადამიანის უჯრებზე გაცილებით მეტია სხვადასხვა მიკროოგანიზმის რაოდენობა. ადამიანის პირის ღრუში, სასუნთქ გზებში, კანზე, ნაწლავში უამრავი სახეობის “მეგობარი” ბაქტერია ცხოვრობს, რომელიც ასრულებს ფიზიოლოგიურ, მეტაბოლურ, დამცველობით ფუნქციას, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით ეპიდემიისა და სეზონური ინფექციების გავრცელების დროს, აუცილებელია ხახის ლორწოვანი გარსის სწრაფი რეგენერაცია და ადგილობრივი იმუნიტეტის გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, ექიმები გვირჩევენ იმუნომოდულატორებისა და პრობიოტიკების გამოყენებას. პრობიოტიკებით მკურნალობა აღადგენს ნორმალური მიკროფლორის ბალანსს, ქმნის დამცავ ბარიერს პათოგენური მიკროორგანიზმების შესაკავებლად, აქვს იმუნომოდულაციური, ანტიალერგიული, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება.

მრავალი კვლევა გვიჩვენებს პრობიოტიკებისა და იმუნომოდულატორების როლს ჯანსაღი მიკროფლორის შენარჩუნებასა და სასუნთქი გზების ინფექციების პრევენციაში. მნიშნელოვანია პირის ღრუს, ცხირ-ხახის ლორწოვანი გარსის ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნება, რომელიც მონაწილეობს ადგილობრივი იმუნიტეტის ფორმირებაში და ორგანიზმს იცავს ინფექციებისგან.

აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანია პირის ღრუს მიკრობული ფლორის შენარჩუნება, ლორწოვანი გარსის რეგენარაცია და ადგილობრივი იმუნიტეტის გაუმჯობესება.

პირის ღრუს ნორმალური მიკროფლორის დარღვევისას და პირის ღრუს სხვა დაავადებების შემთხვევაში რეკომენდებულია ფლორის აღმდგენი საშუალებების – პრობიოტოკების გამოყენება. პრობიოტიკები ხელს უწყობს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას და ახდენს ადგილობრივი იმუნიტეტის გააქტიურებას. შედეგად, ითრგუნება დაავადების გამომწვევი პათოგენები. კვლევებით დადასტურებულია, რომ პრობიოტიკები ეფექტურად აღადგენს პირის ღრუს დაზიანებულ მიკროფლორას და იწვევს სასუნთქი გზების სხვადასხვა ინფექციების პრევენციას.

ისმიკიდისროლი ორგანიზმის დაცვითი ფუნქციების აღდგენაში

ისმიკიდი არის პირველი პრობიოტიკი საქართველოში პირის ღრუს ნორმალური ფლორის აღსადგენად. ისმიკიდის შემადგენლობაში შედის ბაქტერიის 2 შტამიStreptococcus oralis   და  Lactobacillus rhamnosus, რომელიც წარმოადგენს ადამიანის პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი სისტემის მიკროფლორის წამყვან და ძირითად შტამებს. ამავე დროს, ისმიკიდი შეიცავს D ვიტამინსა და ფოლიუმის მჟავას. ისმიკიდი უნიკალური კომბინაციააიგი აღადგენს პირის ღრუს ნორმალურ მიკროფლორას, ასრულებს პირველადი ბიობარიერის ფუნქციას ცხვირხახის ლორწოვანზე“, – განმარტავს მაია ხერხეულიძე.

ისმი-კიდი აღადგენს პირის ღრუს ნორმალურ მიკროფლორას, თრგუნავს პათოგენური მიკრობების გამრავლებას და აბლოკირებს ანთების მედიატორებს. გამოიყენება როგორც მწვავე პერიოდში, ასევე ოროფარინგეალური ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით. ასევე რეკომენდირებულია სტომატიტის, გინგივიტის, გლოსიტის, ტონზილიტის, ფარინგიტის, ოტიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.

ექიმი გვირჩევს, რომ ისმი-კიდის გამოყენება ასევე გამართლებულია ანტიბიოტიკოთერაპიის პარალელურად, რადგან ანტიბიოტიკოთერაპია პათოგენებთან ერთად ანადგურებს ე.წ. “მეგობარ” ბაქტერიებსაც, შედეგად ვითარდება მიკროფლორის დარღვევა, რაც ამცირებს ორგანიზმის დამცველობით, ბარიერულ ფუნქციას და ხშირად ხელს უწყობს დაავადების რეციდივების განვითარებას.

პირის ღრუს მიკროფლორის აღდგენა ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ