ხათუნა კოტრიკაძის დედა: ,,ჩემი სიძე ეჭვიანია, ქუჩაში ხალხი ხათუნას რომ უყურებდა, ნერვები ეშლებოდა”

ხათუნა კოტრიკაძის დედა: ,,ჩემი სიძე ეჭვიანია, ქუჩაში ხალხი ხათუნას რომ უყურებდა, ნერვები ეშლებოდა''ხათუნა კოტრიკაძის დედა, ნანული ნიშმიანიძე:

-ამდენი ხნის შემდეგაც ხათუნას დაბადების დღეზე დათოს არ შეუძლია, რომ სახლი ყვავილებით არ გაავსოს. ამ კაცს დღემდე აქვს ეს. აღარაფერს ვამბობ მის სხვა თვისებებზე. ბევრი ქართველი კაცი იცით, რომელიც ყვავილებით მივა სახლში? რა თქმა უნდა, ხანდახან გაუგებრობაც არის მათ ოჯახში, მაგრამ რომელ ოჯახში არ არის? ერთადერთი ის არის, რომ დათო ეჭვიანია. ჩვენს ოჯახში კი ეჭვიანობა არასოდეს ყოფილა….

ქუჩაში მთელი ხალხი ხათუნას უყურებდა. დათოს ვატყობდი, რომ ნერვები ეშლებოდა. კი არ ემჩნეოდა, მაგრამ რა გამომეპარებოდა? დათოს ჩემს სიძედ არც აღვიქვამ, ეს ბიჭი ჩემთვის ყოველთვის მესამე შვილივით იყო. ჩემსა და დათოს შორის 13 წელია განსხვავება, დღემდე კაი ძმაკაცებივით ვართ. დამცინიან, რა იყო, ქალო, ყველა აგინებს სიძეს, შენ კი სულ აქებო.

– მაშინ ითქვა, რომ სწორედ ქმრის ეჭვიანობის გამო დათმო ხათუნამ კინოკარიერა და ამის გამო შორდებოდნენ კიდეც.

– კი, ითქვა, რომ ვითომ შორდებოდნენ ამის გამო. ასეთი ჭორი ათასჯერ მოგვივიდა. იყო რაღაც პატარ-პატარა უსიამოვნებები, მაგრამ გეფიცებით, არასოდეს გაშორებაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. დღესაც, როცა ვეკითხები, გული ხომ არ გწყდება-მეთქი, მეუბნება, იმაზე კი მწყდება გული, ჩემს პროფესიას რომ არ გავყევი, კინოზე კი ნამდვილად – არა, მივხვდი, რომ ამას ჰქონდა რაღაც ზღვარი და იმის იქით ვერ წავიდოდიო (ინტერვიუ სრულად).

სარკე