ყველაფერი ხველის შესახებ!

ყველაფერი ხველის შესახებ!ქეთევან ომიაძე, ალერგოლოგ-იმუნოლოგი

მედიცინის დოქტორი, პროფესორი

595 11 48 28

 

ხველა – გამომწვევები

ხველა არის ორგანიზმის დაცვითი რეფლექსური აქტივობა, რომელიც მიმართულია სასუნთქი გზებიდან  ნებისმიერი გამღიზიანებლის გამოსადევნად. ხველის გამომწვევი უხშირესი მიზეზი არის ვირუსული ინფექცია.

ხველა არის მშრალი ან პროდუქტიული (სველი).

მშრალი ხველა
მშრალი ხველის დროს, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი გაღიზიანებულია. ის უპირატესად ვლინდება ღამით.

სველი ანუ პროდუქტიული ხველა

სველი ანუ პროდუქტიული ხველის დროს ლორწოს წარმოქმნა იზრდება, რაც ვლინდება ჭარბი ნახველის გამოყოფით. თუ ხველას არ მოყვება სასუნთქი გზების გათავისუფლება ნახველისგან, ის შეიძლება ნოყიერი ნიადაგი გახდეს პათოგენური მიკრობების გამრავლებისთვის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამოხველების პროცესის ხელშეწყობა.

ხველა შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული

მწვავე ხველა გვხვდება:

ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციების დროს (ტრაქეიტი)

ქვედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციების დროს, როდესაც ვითარდება ბრონქიტი ან პნევმონია

ალერგიის დროს

ქრონიკული ხველა არის ხველა, რომელიც გრძელდება 4 კვირაზე მეტ ხანს.

ხველა უმრავლეს შემთხვევაში უარყოფითად აისახება ცხოვრების ხარისხზე. იმის გათვალისწინებით, რომ ხველა ორგანიზმის რეაქციაა, რომელიც სასუნთქი გზების დაცვასა და გაწმენდას განაპირობებს, იგი არა თუ უნდა ჩავახშოთ, არამედ უნდა დავეხმაროთ, რომ მისთვის ბუნებრივი ფუნქცია შეასრულოს.

სწორედ ამაში გვეხმარება გერმანული მცენარეული პრეპარატი პროსპანი.

პროსპანი სუროს ფოთლების ორიგინალური სტანდარტიზირებული მშრალი ექსტრაქტის ფუძეზეა დამზადებული. პროსპანი ხასიათდება სპაზმოლიზური, სეკრეტოლიზური, ხველის დამაწყნარებელი და ანტიანთებითი ეფექტით. პროსპანი განაპირობებს ლორწოს გათხელებას, სასუნთქი გზებიდან მის აქტიურ გამოყოფას და ბრონქების მუსკულატურის სპაზმის მოხსნას და ანტიანთებითი ეფექტიდან გამომდინარე ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენების სიხშირეს.

პროსპანი გამოიყენება ნებისმიერი ტიპის ხველის დროს. პროსპანი არ შეიცავს სპირტს, საღებავს და შაქარს. პროსპანის სიროფი შესაძლებელია გამოვიყენოთ ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო პროსპანის წვეთი რეკომენდებულია დასალევად და საინჰალაციო თერაპიისთვის 1 წლიდან.

პროსპანი – ნებისმიერი ტიპის ხველისთვის, ბავშვებისთვის 0-ასაკიდან და მოზრდილებისთვის!

ყველაფერი ხველის შესახებ!