ხელფასი 1680 ევრო – დასაქმება გერმანიაში მათთვის, ვისაც საბერძნეთში მუშაობის ლეგალური უფლება აქვთ

ხელფასი 1680 ევრო - დასაქმება გერმანიაში მათთვის, ვისაც საბერძნეთში მუშაობის ლეგალური უფლება აქვთნოსტალ.ჯი-ზე გამოქვეყნდა განხადება ვაკანსიაზე. სამუშაოს სთავაზობენ  მშენებლობაზე გერმანიაში, ოღონდ მათ, რომლებიც საბერძნეთში ლეგალურად არიან დასაქმებულები.

ვაკანსია N1: „გიფსო-კარდონის“ ხელოსანი

...

ადგილი: საბერძნეთი-გერმანია.

გერმანული სამშენებლო კომპანიის ბერძნული შვილობილი კომპანია triochoros I.K.E გთავაზობთ „გიფსო-კარდონის“ (თაბაშირ-მუყაო) ხელოსნებს დასაქმებას  ბერძნულ კომპანია triochoros I.K.E .-ში.

დასაქმების შემთხვევაში მოხდება სამუშაოდ გერმანიაში, ფირმის სამშენებლო ობიექტებზე მივლინება.

მოთხოვნები:

„გიფსო-კარდონის“ სრული სამუშაო ციკლის  დამოუკიდებელი შესრულება. გალესვის  ცოდნა;
საბერძნეთში ლეგალურად მუშაობის უფლების ქონა;
საბანკო ანგარიში ხელფასის დარიცხვისთვის.
პირობები:

Netto: 1680€ ხელზე ასაღები ხელფასი (Brutto/დარიცხული ხელფასი 2720€);
ხელშეკრულებითი სტაბილური ოფიციალური სამუშაო;
სამედიცინო დაზღვევა;
ბინით უზრუნველყოფა გერმანიაში;
თვითმფრინავის ბილეთი;
თვიურად, სიმბოლურად, ხელფასის გარდა, საჭმელზე და ა. შ. 100€  დანამატი.
ამჟამად ქალაქ ათენიდან ჩვენი სამი თანამშრომელია გერმანიაში მივლინებით წამოსული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი მონაცემები და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდოთ იმეილზე: triochoros@gmail.com

სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ფირმის ადვოკატს გერმანიაში, ბატონ ირაკლი კურატაშვილს. ტელ.: +491797386839

ამავე ნომერზე შეგიძლიათ დარეკვა  WatsApp-ზეც”, – წერია ნოსტალ.ჯი-ზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს ჰპირდებიან გერმანიაში დასაქმებას. საბუთების მოსაწესრიგებლად გარკვეულ თანხასაც წინასწარ იღებენ. საბოლოოდ კი ეს ადამიანები თაღლითების მსხვერპლნი ხდებიან, აღარც თანხას უბრუნებენ და ვეღარც შუამავალ პირს უკავშირდებიან. ასე რომ, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს თუკი გერმანიაში დასაქმებას გპირდებიან, ფრთხილად იყავით და კონტაქტები და ინფორმაცია გულდასმით გადაამოწმეთ.