დისფონია ანუ ხმის დაკარგვა

დისფონია ანუ ხმის დაკარგვა

ქეთევან ომიაძე, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი. ტელ 595114828

ბრონქული ასთმის მკურნალობის პროცესში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს. მათი სისტემატური გამოყენება იწვევს სხვადასხვა გვერდით ეფექტს, როგორიცაა მაგალითად,  დისფონია.

სხვადასხვა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის გამოყენებისას ოროფარინგეალური და ხმასთან დაკავშირებული პრობლემები გვხვდება პაციენტების 5%-58%-ში.

თუ დისფონია გრძელდება 3 თვეზე მეტ ხანს და მას თან ახლავს ხველა და დისკომფორტი ყელის არეში, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს  ქრონიკულ ლარინგიტთან.

ქრონიკული ლარინგიტი იყოფა შემდეგ ფორმებად:

1) კატარალური ფორმა – ამ ფორმის ძირითადი სიმპტომებია ხმის ჩახლეჩა და ხველა ნახველით.

2) ჰიპერპლასტიური ფორმა – მკვეთრად გამოხატულია ხმის ჩახლეჩა.  დამახასიათებელია ხმის იოგების გასქელება და კვანძების წარმოქმნა.

3) ატროფიული ფორმა – რომელსაც თან ახლავს ცხვირ-ხახისა და ხორხის ქსოვილის განლევა, ხასიათდება დისკომფორტით, ყელის სიმშრალით და  ხველით.

ამიტომ, ბრონქული ასთმის მკურნალობისას, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაცია:

_ გამოიყენეთ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დაბალი დოზა.

_  გამოიყენეთ სპეისერები და ტურბოჰალერები.

_  გამოივლეთ სავლები პირის ღრუსა და ყელში ყოველი ინჰალაციის შემდეგ, რაც ამცირებს კანდიდოზის განვითარებას.

_  ეცადეთ, სწორად შეასრულოთ ინჰალაციის ტექნიკა.

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას ხმასთან დაკავშირებული სხვადასხვა გართულების თავიდან ასაცილებლად კომპლექსური მკურნალობის პროცესში აქტიურად გამოიყენება პრეპარატი ისლა, რომელიც შექმნილია ისლანდიური ხავსის ფუძეზე.

ისლა 1860 წელს, როგორც წამალი, გამოვიდა გერმანიაში ისლა მოსის სახელწოდებით. ისლას პასტილას აქვს უნარი შეამსუბუქოს გაღიაზიანება, დაამშვიდოს და ხელი შეუწყოს პირის ღრუს, ხახის, ხორხის ლორწოვანი გარსების ანთების ალაგებას.

ისლას ანტიბაქტერიული ეფექტი ხელს უწყობს ქსოვილის აღდგენის პროცესს.

ისლას გამოყენება მწვავე და ქრონიკული ლარინგიტის დროს აჩქარებს გამოჯანმრთელებას, ამცირებს  სუბიექტური ჩივილების გამოხატულებას, და ასევე, აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

ისლას დოზირება: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ  – 1 ტაბ. დღეში 4-6 ჯერ ჩასაწუწნად,ხოლო ბავშვები 4-12 წლამდე 1 ტაბ.  დღეში 4-ჯერ.

ისლა – თქვენს ხმას ყველა გაიგებს!

დისფონია ანუ ხმის დაკარგვა

დისფონია ანუ ხმის დაკარგვა