საშობაო ღვეზელის ორი რეცეპტი – თავად აირჩიეთ

საშობაო ღვეზელის ორი რეცეპტი - თავად აირჩიეთგთავაზობთ საშობაო ღვეზელის ორ რეცეპტს, რომლებიც ძალიან გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები:

1 კგ ფქვილი
30 გრ გამაფხვიერებელი
250 მლ ზეთი
1 სუფრის კოვზი მარილი
1 კგ ჭყინტი ყველი
7 კვერცხი

მომზადება:
მოვათავსოთ ჯამში ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. კარგად მოვურიოთ. დავასხათ თბილი წყალი (დაახლოებით 40-45 გრადუსი). წყალთან ერთად ვამატოთ ცოტ-ცოტა ზეთიც და ვურიოთ.

ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი ავურიოთ ერთმანეთში, ცომის მოსაზელად დაგჭირდებთ აუცილებლად თბილი წყალი (40-45 გრადუსი).

წყალთან ერთდ პერიოდულად ამატეთ ზეთიც, ცომი მზადაა თუ ის ხელებზე აღარ გეკრობათ, ბოლოს დააგუნდავეთ, გადააკარით საკვები ცელოფანი და დადეთ თბილ ადგილას 1 საათის განმავლობაში.

სანამ ცომი ამოვა გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე. კვერცხის რაოდენობა განსაზღვრეთ იმის მიხედვით თუ რამდენ ღვეზელს ამზადებსთ. ტრადიციულად, ამზადებენ იმდენს რამდენი წევრიცაა ოჯახში. თითო ღვეზელში აუცილებლად უნდა იყოს 1 კვერცხი.

საშობაო ღვეზელის ორი რეცეპტი - თავად აირჩიეთამოსული ცომი დაყავით თანაბარი ზომის გუნდებად. მაგ, თუ გუნდას აწონით 250 გრამიანს, აიღეთ 150 გრამი ყველი და 1 ცალი მოხარშული კვერცხი. გადაახვიეთ ღვეზელი ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. კარგად მოუკარით ცომის პირები.
საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქარალდი, დააწყვეთ გამოსაცხობად გამზადებული ღვეზელები, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი. მოათავსეთ წინასწარგახურებული ღუმელის შუა ნაწილში, 180 გრადუსზე, 15-20 წუთის განმავლობაში.

საშობაო გურული ღვეზელის რეცეპტი ია მინდაძისგან

საჭიროა:
600 მლ რძე (ან წყალი) – მე რძე გამოვიყენე
1 ს.კ. საფუარი
200 გრ კარაქი ან მარგარინი (გამდნარი)
1 ს.კ. შაქარი
მარილი
ფქვილი რამდენსაც შეიზელს (დაახლოებით 1.კგ 200 გრ)

მომზადება:
ჯამში მოათავსეთ თბილი რძე, საფუარი, შაქარი, გამდნარი კარაქი ან მარგარინი, მარილი და ბოლოს შეაზილეთ ფქვილი. კარგად მოზილეთ და დადგით ასაფუებლად.
მოამზადეთ კარგი სახაჭაპურე ყველი, მოხარშული კვერცხი.

გაბრტყელებულ ცომზე ბლომად ყველი, დაჭრილი
კვერცხი და კარაქის ნაჭერი დაადეთ. მთვარის ფორმას რომ მისცემთ, ზემოდან არაჟნიანი კვერცხის გული წაუსვით.