ნინო შუბლაძეს ინფარქტი დაემართა – ,,სტრესი უკვალოდ არ გადის”

ჟურნალისტმა ნინო შუბლაძემ ინფარქტი გადაიტანა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას მისი და, სოფო შუბლაძე ავრცელებს. ,,ყველაფერი გაივლის, ესეც ჩაივლის-მეთქი, მაგრამ არ გადის უკვალოდ არც ერთი სტრესი… ჰოდა, დღეს ხელმეორედ დაბადებას გილოცავ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დროულად მოვასწარით. ნინომ _ მაპატიეთ, უზრდელი არ გეგონოთ, ჩემს დაბადების დღეზე რომ ვერავის გპასუხობთო“, – წერს სოფო შუბლაძე. Facebook